უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - საზიარო თვენიდან (მოწამეთა).

კვირის ციკლისა - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის” (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - ხატისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ‘‘ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა‘‘ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - 18-ე.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ‘‘ (იგალობება V ჴმაზე).          

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ‘‘ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად: შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ჴმა V), მოწამეთა - 3 მუხლი. „დიდება“ მოწამეთა: „მხედრობაი საღმრთო...“ (ჴმა IV), “აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „გვიხსენ ჩვენ ჭირთაგან...“ (ჴმა IV).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.  

_ წარდგომა - დღისა.  

_ ,,სტიქარონსა‘‘  ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:    

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“     

- „მიწყალენ ჩვენ უფალო, შემიწყალენ...“      

,,დიდება‘‘ მოწამეთა: ,,მოვედით კრებულნო...“ (ჴმა VII), „აწ და‘‘  ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): ,,გიხაროდენ გონიერისა მზისა...“ (ჴმა VII).

_ „აწ განუტევე‘‘.                                         

_ შემდგომად „მამაო ჩვენ‘‘-სი:                           

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV). „დიდება‘‘ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): ,,ღმრთისმშობელსა ლმობიერად შევურვდეთ...“ (ჴმა IV).

 

   ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი‘‘ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება‘‘ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): ,,ღმრთისმშობელსა ლმობიერად შევურვდეთ...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-7, მე-8 და მე-9.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: ,,უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“.

- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „მიწყალე მე ღმერთო, რამეთუ უძლურ ვარ განმკურნე მე“.

- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლად (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე)

III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე)

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი (საზიარო თვენიდან).

_ „უმცირესი‘‘ - „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა‘‘  (III გალობისა): წარდგომა მოწამეთა: ,,მხნეთა მხედართა...“. ,,დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა‘‘ (VI გალობისა):  კონდაკი მოწამეთა: ,,სიჩოითგან კეთილად-მოღვაწეთა...“ (ჴმა IV).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა‘‘ (VIIIგალობისა): „უპატიოსნესსა‘‘.

_ შემდგომად „ადიდებდითსა‘‘ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი‘‘ - შვიდეულის დღისა. „დიდება“ მოწამეთა: ,,ღვთისმსახურებისა სვეტთა...“. „აწ და‘‘ - ღვთისმშობლისა შვიდეულის დღისა.  

_ „აქებდით უფალსა ცათაგან‘‘ - იკითხება (დასდებლების გარეშე). „დიდება‘‘ „აწ და‘‘ - „შენდა დიდება შვენის, ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდებამაღალიანი‘‘ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა‘‘ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:    

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება‘‘ „აწ და‘‘ - ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა V).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა‘‘ 1-გზის.

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV). „დიდება‘‘ „აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): ,,შენ გადიდებთ ღმრთისმშობელო...“ (ჴმა IV).

 

  ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - მოწამეთა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები‘‘ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“.                                                                                               

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, შვიდეულის დღისა, მოწამეთა; კონდაკები: შვიდეულის დღისა, მოწამეთა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: შვიდეულის დღისა, ტაძრისა, მოწამეთა; კონდაკები: - შვიდეულის დღისა, ტაძრისა, მოწამეთა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე..., „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოწამეთა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა.

 

წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.

მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.

წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა, რომელნი არინ ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.

ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.                                                                          

მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.

ალილუია (ჴმა IV): „ჰხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.