უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მღვდელმთავრისა).

კვირის ციკლისა - - - - - - - -  არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს “ორი წმიდის” (IV რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - მოწამეთა.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

_ “უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება V ჴმაზე).          

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად: მღვდელმთავრისა - 4 მუხლი (ჴმა V), დიდმოწამისა - 4 მუხლი (ჴმა II). „დიდება“ მღვდელმთავრისა: - „გიხაროდენ ღირსო...“ (ჴმა V). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): -„ზღუასა მას...“ (ჴმა V).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ დღის წარდგომა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 (2 - მღვდელმთავრისა - საზიარო თვენიდან და 1 - დიდმოწამისა - სადღესასწაულოდან).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მღვდელმთავრისა (თავისი ჩასართავებით). ,,დიდება“ დიდმოწამისა: - ,,ყოვლად წმიდა...“ (ჴმა VIII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): - „უსძლოო ქალწულო...“ (ხმა VIII).

_ „აწ განუტევე“.                                          

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:                          

ტროპარი მღვდელმთავრისა: - „კანონად სარწმუნოებისა...“ (ჴმა IV). „დიდება“ დიდმოწამისა: - „შემწე დიდი...“  (ჴმა III). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): - ,,შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი მღვდელმთავრისა: - „კანონად სარწმუნოებისა...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“ დიდმოწამისა: - „შემწე დიდი...“  (ჴმა III). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): - ,,შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).

_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.

_ რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - მღვდელმთავრისა. „დიდება“ დიდმოწამისა. „აწ და“ მისივე.

_ ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ მღვდელმთავრისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ - მღვდელმთავრისა. „დიდება“ დიდმოწამისა. ,,აწ და“ მისივე: - „ვითარცა ქალწულმან...“

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ხმა VII). მუხლი: ,,რაი მივაგო უფალსა ყოველისავეთვის, რომელი მომაგო მე?“

_ საცისკრო სახარება: მთ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მღვდელმთავრისა...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- ,,მღდელმოძღურებისა კუართითა...“

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2გზის).

II კანონი - მღვდელმთავრისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - დიდმოწამისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): კონდაკი და იკოსი დიდმოწამისა (ჴმა II). წარდგომა  მღვდელმთავრისა: - ,,საღმრთოი ნათელი...“. „დიდება“ დიდმოწამისა: - ,,ვითარცა მხნედ...“ ,,აწ და“ იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): კონდაკი მღვდელმთავრისა: - „საღმრთოსა ქუხილისა...“ (ჴმა II) (საზიარო).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „განმანათლებელი“ მღვდელმთავრისა: - ,,ჭირთა შინა... „დიდება“ დიდმოწამისა, ,,აწ და“ მისივე.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად: მღვდელმთავრისა - 3 მუხლი, დიდმოწამისა - 3 მუხლი. „დიდება“ მღვდელმთავრისა: - „შენ მწყემსო...“ ,,აწ და“ მისივე: -„გიხაროდენ, მარიამ...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

 ტროპარი მღვდელმთავრისა: - „კანონად სარწმუნოებისა...“ (ჴმა IV). „დიდება“ დიდმოწამისა: -  „შემწე დიდი...“  (ჴმა III). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): - ,,შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).

 

  ჟამებზე:

_ ტროპარები: მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა.

_ კონდაკი: მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა (მონაცვლეობით).

    

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_  „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე  („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: მღვდელმთავრის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით), დიდმოწამის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“ - თი.

  შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: მღვდელმთავრისა, დიდმოწამისა; კონდაკები:  მღვდელმთავრისა. „დიდება“ -დიდმოწამისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

ბ) თუ ტაძარი მრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები:  ტაძრისა, მღვდელმთავრისა, დიდმოწამისა; კონდაკები: მღვდელმთავრისა; „დიდება“ - დიდმოწამისა, „აწ და“ - ტაძრისა;

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: მღვდელმთავრისა, დიდმოწამისა, ტაძრისა; კონდაკები: ტაძრისა, მღვდელმთავრისა; „დიდება“ - დიდმოწამისა. „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა.

სამოციქულო და სახარება - მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა.

 

წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

მუხლი: ,,რაი მივაგო უფალსა ყოველისავეთვის, რომელი მომაგო მე?“

წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.

ალილუია (ჴმა I): „მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდნენ.

ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს“

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ (მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა ემთხვევა ერთმანეთს).