უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (მოწამისა).

კვირის ციკლისა - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის” (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები - მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა.

_ კონდაკი - დიდმოწამისა.      

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-12 (რომელიც დატევებულ იქნა ოთხშაბათს ცისკრად).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ჴმაზე).          

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:  შვიდეულის დღისა - 3 მუხლი (ჴმა V), მოწამისა - 3 მუხლი (ჴმა IV). „დიდება“ მოწამისა - „გაქუს შენ მდინარე...“ (ჴმა II), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.  

_ დღის წარდგომა.      

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:    

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“     

- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“       

„დიდება“ მოწამისა - „მარტვილთა გვირგვინითა...“ (ჴმა VIII), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).

_ „აწ განუტევე“.                                          

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:                          

ტროპარი მოწამისა - „მოწამემან შენმა...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით) (ჴმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი მოწამისა - „მოწამემან შენმან...“ 2გზის (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით) (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-13, მე-14 და მე-15.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ „აწ და“ მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.

- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1 გზის) - 6 მუხლად.

II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.

III კანონი - მოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და  IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამის კანონის ძლისპირი. 

_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): წარდგომა მოწამისა - „ვითარცა ოქრო ბრძმედსა...“ (ჴმა I).“დიდება‘‘ „აწ და“ მისივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):  კონდაკი მოწამისა: - „რომელმან იღვაწე...“ (ჟამნიდან).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერ-ხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა‘‘ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა‘‘ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა. „დიდება‘‘ მოწამისა: - „რომელი ღუაწლთა მიერ...“ (ჴმა VIII), „აწ და“ ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე). „დიდება‘‘ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:    

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...‘‘

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება‘‘ „აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა V).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1გზის.

ტროპარი მოწამისა - „მოწამემან შენმა...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ ღვთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით) (ჴმა IV).

 

 ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - მოწამისა.

 

  წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები‘‘ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა; შვიდეულის დღისა; მოწამისა; კონდაკები: - შვიდეულის დღისა; მოწამისა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა; ტაძრისა; მოწამისა; კონდაკები: - შვიდეულის დღისა; ტაძრისა; მოწამისა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“ „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა.

 

წარდგომა: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (ჴმა VIII).

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

წარდგომა: „იხარებდეს მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“ (ჴმა VII).

ალილუია: „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო, და ჭეშმარიტებასა ეკლესიასა შინა წმიდათასა“ (ჴმა I).

მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.

ალილუია (ჴმა VI): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.

განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.