უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - - - - -  არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.

 შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

   

 IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - მოწამისა.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” 3-გზის - იკითხება.     

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ “ნეტარ არს კაცი” _ პირველი აღსავალი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ”-სა ზედა დასდებლები 8 მუხლად: მღვდელმოწამისა - 8 მუხლად (ჴმა I). “დიდება“- მისივე: ,,ეჰა საიდუმლო...“ (ჴმა VI). „აწ და“- ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ვინა არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო _ 3 (მოწამეთა).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მღველმოწამისა (თავისი ჩასართავებით). ,,დიდება“-,,მოვედით შვილნო...“ (ჴმა V). „აწ და“- ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,ტაძარი ხარ ბჭე...“ (ჴმა V).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი მღვდელმოწამისა: ,,საქმით მიემსგავსე მოციქულთა...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო...“ (ჴმა IV).

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე). 

ტროპარი მღვდელმოწამისა: ,,საქმით მიემსგავსე მოციქულთა...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14 (III რიგითი კანონი დაიტევება).

_ I და II რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოღიებისა - მღვდელმოწამისა.

_ ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ მღვდელმოწამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ - ,,გამოუთქმელისა სიბრძნისა...“  (ჴმა VIII) 2-გზის. „დიდება“,“აწ და“ მისივე: ,,სიბრძნე და სიტყვა...“.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (ჴმა VII): ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. მუჴლი: ,,რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელნი ესე მომაგო მე“.

_ საცისკრო სახარება: მთ. X, 23-37.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მამისა ჩუენისა, მღვდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა, მოწყალეო...“„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- ,,ეჰა საიდუმლო საკვირველებათა..“ (იხ. ,,უფალო ღაღად-ვჰყავსა ზედა“ დასდებელის „დიდების“ მუხლი).

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

 

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის) (იხ. ჟამნში, სავედრებელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა, ძლისპირი „ქვეყანასა მწყურნებსა“ ან პარაკლიტონში, კანონი ნუგეშინისცემითი, ძლისპირი: „ეტლთა მფლობელი ფარაო...“)

II კანონი - მღვდელმოწამისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

 _ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“

 _ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

 _ შემდგომად „განძლიერდასა“ (III  გალობისა): წარდგომა მღვდელმოწამისა: - ,,მღვდელმთავრობისა...“ 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - მისივე: ,,ალსა გეენიისასა მგზებარესა...

 _ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი მღვდელმოწამისა (ჴმა IV). 

 _ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): ,,უპატიოსნესსა“.

 _ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).

 _ „განმანათლებელი“ მღვდელმოწამისა: „ყოვლად წმიდამან...“ 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „ხატისა შენისა...“  

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მღვდელმოწამისა - 4 მუხლი. „დიდება“ - მისივე: „პოდირი წმიდა მღუდელობისა...“ (ჴმა IV). „აწ და“ - ღმრთისმშობელისა მისივე: „მიდგომილება უთესლო...“ (ჴმა IV).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი მღვდელმოწამისა: ,,საქმით მიემსგავსე მოციქულთა...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან დაფარულიყო...“ (ჴმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - მღვდელმოწამისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_  „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: მღვდელმოწამის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი ,,დიდება“ ,,აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღვთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა; მღვდელმოწამისა. კონდაკები:  „დიდება“ - მღვდელმოწამისა; „აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა; მღვდელმოწამისა; კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - მღვდელმოწამისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მღვდელმოწამისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მღვდელმოწამისა.

 

წარდგომა (ჴმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“. 

მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.

წარდგომა (ჴმა VIII): „იქადიან წმიდანი დიდებითა თქვისითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“.

ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.

მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან, ჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.

ალილუია (ჴმა II): ,,მღუდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ“.

განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.