უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება -  საზიარო თვენიდან (ღირსისა).

კვირის ციკლისა - - - - - - - -   არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - - ჟამნიდან.

 

შენიშვნა:  ტროპარ-კონდაკი მოვიძიეთ ტროპარიონიდან (საქართველოს ეკლესიის წმიდანები),    შედგენილი ბერმონაზონ გიორგის (ვაინერი) მიერ, თბ.  2022წ.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - მღვდელმოწამისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-15 (წინა დღით დატევებული კანონი).

_ „უფალო, ღაღად-ვყავ” (იგალობება I ჴმაზე).

  _ „უფალო, ღაღად-ვყავ”-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: ღირსისა - 6 მუხლი (ჴმა I). „დიდება“ - ღირსისა:  შენ, მონაზონთა სიქადულო...“ (ჴმა IV). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): “ზღუასა მას ზედა მეწამულსა...“ (ჴმა V).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - ღირსისა (თავისი ჩასართავებით). ,,დიდება“ - მისივე: „რაჲმე სახელ-გდვათ, ნეტარო...“ (ჴმა IV). ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV).

_ „აწ განუტევე“.                           

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:

ტროპარი ღირსისა: „საღმრთოისა არვისა მცველო დაუძინებელო და მმარხველთა გუნდისა წინამძღვარო გზასა ზედა ცხორებისასა, ღმრთისმობაძავითა სიმდაბლითა შემოსილო, ეშმაკისა მრავალსახეთა მზაკუვარებათაგან შეურყეველო და მამათა წესისა საქმით აღმასრულებელო, ღირსო მამაო სერაპიონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი“ (ჴმა I).

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“

(მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,გიხაროდენ ბჭეო განუღებელო...“ (ჴმა V).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი‘‘ (იგალობება I ჴმაზე).

 ტროპარი ღირსისა: „საღმრთოისა არვისა...“ (ჴმა I) 2-გზის. „დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,გიხაროდენ ბჭეო განუღებელო...“ (ჴმა V).

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.

მე-17 კანონის დროს აღესრულება კმევა სრულიად ტაძრისა.            

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა - ღირსისა. „დიდება“ „აწ და“- მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი – ღირსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

 

თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის, განვლილი კვირის ცისკრიდან, პარაკლიტონიდან).

II კანონი - ღირსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა  ღირსისა: „მოღუაწებისა ზეთითა...“ (ჴმა IV). „დიდება“, „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):                                               

- კონდაკი ღირსისა: „საღმრთოისა მის დიდებისა და შუენიერებისა სურვილითა სიბრძნით შეურაცხ-ჰყვენ საწუთროისა დიდება და საშუებელნი, და ჯუარისა ქრისტესისა აღმღებელმან, მრავალნი ღუაწლნი და შრომანი თავს-ისხენ გონიერებითა, რომლისა მომხსენებელნი ვხმობთ შენდამი: გიხაროდენ, მამაო სერაპიონ, ყოვლადბრძენო“ (ჴმა II).

შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).

_ „განმანათლებელი“ ღირსისა: ,,იწროჲ გზაჲ მოღუაწებისაჲ... „დიდება“, „აწ და“ - მისივე.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი. „დიდება“ - მისივე: „ღირსო მამაო, საწადელო სერაპიონ...“ (ჴმა III), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (იხ. III ჟამი).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი ღირსისა: „უდაბნოჲსა მოქალაქედ...“ (ჴმა I). „დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,გიხაროდენ ბჭეო განუღებელო...“ (ჴმა V).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_  „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: ღირსის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი ,,დიდება“, ,,აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, ღირსისა; კონდაკები: - „დიდება“ ღირსისა, „აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, ღირსისა; კონდაკები: - ტაძრისა, „დიდება“ ღირსისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე – ღირსისა და დღისა.

სამოციქულო და სახარება – ღირსისა და დღისა.

 

წარდგომა (ჴმა VII): ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ“.

მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“.

წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.

ალილუია(ჴმა VI): „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა და მცნებათა მისთა ინებოს ფრიად“.

მუხლი: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი“.

ალილუია (ჴმა IV): ,,ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.