უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - საზიარო თვენიდან (მოწამისა).

კვირის ციკლისა - - - - - - - - - -  პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა  - - - - - - - -ჟამნიდან.

შენიშვნა:  ტროპარ-კონდაკი მოვიძიეთ ტროპარიონიდან (საქართველოს ეკლესიის წმიდანები), შედგენილი ბერმონაზონ გიორგის (ვაინერი) მიერ, თბ.  2022წ.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: კვირის “ღამისთევის” მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ “მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ” - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი” - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VI ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ”- სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა VI), აღმოსავლური - 3 მუხლი, მოწამისა - 4 მუხლი (ჴმა I). „დიდება“ მოწამისა: „გაქუს შენ...“ (ჴმა II), „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ვინ არა გნატრიდეს... (ჴმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა). ,,დიდება“ მოწამისა: ,,მარტვილთა გვირგვინითა...“ (ჴმა IV), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): “მოხედენ ვედრებასა...“ (ხმა IV).

_ ,,აწ განუტევე“.            

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VI ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: ,,ანგელოზთა ძალნი...“ - 2-გზის (ჴმა VI).

„დიდება“ ტროპარი მოწამისა: „ქრისტეს მცნებათა მუშაკო სარწმუნოო და მხნეო მხედარო, განმაქარვებელო ზაკუვათაო, თავის დამდებელო მირონცხებულისა თვითმპყრობელისათვის, წმიდაო მოწამეო იოთამ, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.       

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ ,,აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.

- შემდგომად II სტიქოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი  საკვირველებაი შენი“.

_ ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.

_ იპაკო და ანტიფონები (ჴმა VI).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,უფალო, აღადგინე ძალი შენი, და მოვედ ცხოვრებად ჩვენდა“ (ჴმა VI).

მუჴლი: ,,რომელი ჰმწყსი ისრაილსა მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა იოსებსა“.

_ საცისკრო სახარება: სახ. I, მთ. 116 დას. XXVIII, 16-20.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ – „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“„აწ და“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „აღდგა რა იესო განთიად...“               

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

 

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).

II კანონი ჯვარ-აღდგომისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

IV კანონი მოწამისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - ,,აღაღე პირი ჩემი“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III  გალობისა):

- კონდაკი ღირსისა: „იწროსა გზასა ცხორებისასა ღუაწლი კეთილი მოიღუაწე სიბრძნითა და სიმხნითა შენითა, მოწამეო იოთამ, და აწ წინაშე მეუფისა ზეცათაისა წარდგომილ-ხარ, ძლევისა გვირგვინითა შემკობილი, მას ევედრე ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად ჩუენ ყოველთათვის...“ (ჴმა VI).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

- წარდგომა  მოწამისა: „ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა...“ (ჴმა I). „დიდება“, „აწ და“ იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):  - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა VI).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): _ ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.

_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (I). ,,დიდება“ „განმანათლებელი“ მოწამისა: „რომელი ღუაწლთა მიერ...“ (ჴმა IV), ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (I).

_ „ყოველი სული“ - იგალობება“

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად: აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა VI), მოწამისა - 4 მუხლი (თავისი ჩასართავებით, იხ. „სტიქარონსა“- ზედა დასდებლების ჩასართავები). ,,დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (I), ,,აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი ლუწი ხმისა.

                   

ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა VI) და მოწამისა.

_ კონდაკები: აღდგომისა და მოწამისა მონაცვლეობით.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“:  მიმდინარე ხმისა - 6  მუხლი, მოწამის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპრები: - აღდგომისა, მოწამისა; კონდაკები: „დიდება“ - მოწამისა, „აწ და“ - აღდგომისა.

 

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა, ტაძრისა, მოწამისა; კონდაკები:  - აღდგომისა, „დიდება“ - მოწამისა, „აწ და“ - ტაძრისა.

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა, ტაძრისა, მოწამისა; კონდაკები:  - აღდგომისა, ტაძრისა. „დიდება“ - მოწამისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - კვირისა და მოწამისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამისა.

 

წარდგომა (ჴმა VI): „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი“.

მუხლი: ,,შენდამი უფალო ხმა ვყავ, ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან“.

წარდგომა: „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“ (ჴმა VII).

ალილუია (ჴმა VI): „რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისუენოს“.

მუხლი: „ჰრქუას უფალსა ხელის-აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი და მე ვესავ მას“.

ალილუია: „მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“ (ჴმა IV).

განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.