უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - საზიარო თვენიდან (მოწამეთა).

კვირის ციკლისა - - - - -  პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის” (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - უვერცხლოთა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება VI ჴმაზე).         

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“- სა ზედა დასდებლები 6 მუხლად: შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ჴმა VI), მოწამეთა - 3 მუხლი. „დიდება“ მოწამეთა: „მხედრობაი საღმრთო...“ (ჴმა II), „აწ და‘‘- ჯუარღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით) (ჴმა II).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: 3 მუხლი დღისა, რომელსაც ჩაერთვის 2 მუხლი ჟამნიდან:         

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“     

- „მიწყალენ ჩვენ უფალო, შემიწყალენ...“      

 „დიდება“ მოწამეთა: „მოვედით კრებულნო...“ (ჴმა VII), „აწ და‘‘- ჯუარღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით) (ჴმა VII).

_ „აწ განუტევე‘‘.                                         

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:                          

ტროპარი მოწამეთა: „ღვაწლით შემოსილნო უფლისანო...“ (ჴმა II). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „უფროსად კურთხეულ-ხარ შენ...“ (ჴმა II).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ჴმაზე).

ტროპარი მოწამეთა: „ღვაწლით შემოსილნო უფლისანო...“ (ჴმა II) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „უფროსად კურთხეულ-ხარ შენ...“ (ჴმა II).

_ რიგითი კანონები: მე-10, მე-11 და მე-12.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“, „აწ და“- მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა, და თაყვანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.

- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან შექმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.

- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა, უფალო, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა“.

_ 50-ე ფსალმუნი.

 

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლად (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“ (ჴმა VIII). „დიდება“, „აწ და“ იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):   - კონდაკი მოწამეთა: „სიჩოითგან კეთილად-მოღვაწეთა...“ (ჴმა II).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ - შვიდეულის დღისა. „დიდება“ მოწამეთა: „ღვთისმსახურებისა სვეტთა...“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.                

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).  „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის, ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდებამაღალიანი“- იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: 3 მუხლი დღისა,  რომელსაც ჩაერთვის 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება“, „აწ და“- ჯუარღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა VI).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.

ტროპარი მოწამეთა: „ღვაწლით შემოსილნო უფლისანო...“ (ჴმა II). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის  მიხედვით) „შენ გადიდებთ ღმრთისმშობელო...“ (ჴმა II).  

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - მოწამეთა.

 

  წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები“- „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...

 

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, მოწამეთა; კონდაკები: - მოწამეთა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, შვიდეულის დღისა, მოწამეთა; კონდაკები:  - შვიდეულის დღისა, მოწამეთა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - ტაძრისა.

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა, ტაძრისა, მოწამეთა; კონდაკები: - შვიდეულის დღისა, ტაძრისა, მოწამეთა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოწამეთა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა.

 

წარდგომა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.

მუხლი: ,,რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.

წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა, რომელნი არინ ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.

ალილუია (დღისა): ,,ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი“ (ჴმა VIII).

მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“.

ალილუია (ჴმა IV): „ჰხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ, აუვარებით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.