უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება  - -  საზიარო თვენიდან (ღირსისა).

კვირის ციკლისა - - - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - -ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - მოწამეთა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” 3-გზის - იკითხება.

_ “აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება V ჴმაზე).          

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები 6 მუხლად: ღირსისა - 6 მუხლი (ჴმა V). “დიდება“ მისივე: „შენ მონაზონთა...“ (ჴმა VIII),“აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის...“ (ჴმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.  

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ - მისივე: ,,რაიმე სახელ გდვათ...“ (ჴმა VIII), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ხმა VIII).

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:                          

ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ჴმა I) (საზოგადო). „დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „მეოხება შენი გვაქუს...“ (ჴმა I).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).

ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ჴმა I) 2გზის. „დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „მეოხება შენი გვაქუს...“ (ჴმა I).

_ რიგითი კანონები: მე-13, მე-14 და მე-15.

_ I და II რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები.

_ III რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად I და II სტიხოლოღიებისა - ღირსისა. „დიდება“, „აწ და“ - მისივე.

_ წარდგომა შემდგომად III სტიხოლოღიისა - პარაკლიტონიდან.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირი 1გზის).

II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - ღირსისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა ღირსისა: „მოღვაწებისა ზეთითა...“ (ჴმა VIII). „დიდება“, „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი ღირსისა: “სიწმიდისა სულისათა...“ (ჴმა II) (საზოგადო).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).

_ „განმანათლებელი“ ღირსისა: „იწრო გზა მოღვაწებისა...“, „დიდება“, „აწ და“ - იგივე.              

_ „ყოველი სული“ - იგალობება.          

_ „აქებდითსა‘‘ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი: „დიდება“ - მისივე: „ღირსო მამაო ნიკოლოზ...“ (ჴმა VI), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (იხ. III ჟამი).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ჴმა I). „დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „მეოხება შენი გვაქუს...“ (ჴმა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - ღირსის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.

 

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა, ღირსისა; კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა, „აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

 ტროპარები: - ტაძრისა, ღირსისა; კონდაკები: - ტაძრის, „დიდება“ - ღირსისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.

 

წარდგომა (ჴმა VII): „ყოველსა ქვეყანსა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

მუხლი: „ცანი უთხობდენენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ“.

ალილუია (ჴმა IV): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო“.

მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.

ალილუია (ხმა IV): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: „ყოველსა ქვეყანსა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.