საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - - საზიარო თვენიდან (ღირსთა).
კვირის ციკლისა - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება III ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: ღირსთა - 6 მუხლი (ჴმა III). „დიდება“ - მისივე: „იღვაწეთ სათნოთ...“ (ჴმა IV), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების” ხმის მიხედვით): „რომელი იგი შენ მიერ...“ (ჴმა IV).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსთა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“- მისივე: „სოფლისა ამის ამაოება...“ (ჴმა II), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით): „ჰოი სასწაული ახალი...“ (ჴმა II)
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი ღირსთა: „შუამდგომელად კადნიერად ექმნენით მეუფისა ქრისტესა საფლავისა, ვითარცა ცხორებისა ჩუენისა წყაროისა მიმართ სარწმუნოებით მოლტოლვილთა ღმრთისმოყვარეთა, და საღმრთოთა გზათა ზედა მავალთა ყოველთა განამტკიცებდით მოსწრაფებასა, ღირსნო მამანო, ჯუარისა მტვირთველთა თანამოსაგრენო და სამებისა მესაიდუმლეთა თანამოღუაწენო, ევედრეთ ღმერთსა სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
ტროპარი ღირსთა: „შუამდგომელად კადნიერად...“ (ჴმა VIII) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ჴმა VII).
_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
_ I და II რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოღიებისა - ღირსისა. „დიდება“, „აწ და“ - მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ღირსთა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა ღირსთა: „მოღვაწეთა შენთა ნეტართა...“ (ჴმა IV). „დიდება“, „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი ღირსთა: „ზეციურისა სუფევისა სურვილითა ივლტოდით ამაოისა სოფლისაგან, სარწმუნოებითა დაეშენეთ წმიდათა მათ ალაგთა და ღირსებისა თქუენისათვის, მამათა მიერ გამოირჩიენით მცველად წმიდისა საფლავისა გოლგოთას, სადა იგი მოღუაწებისა ელვარებითა განჰბრწყინდით. აწ მეუფისა ქრისტეს ხილვით იშუებთ ზეცათა შინა. დაუცხრომელად ევედრეთ მას ჩუენ ყოველთათვის“ (ჴმა II).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).
_ „განმანათლებელი“ ღირსთა: „იწროსა გზასა ხვიდოდეთ...“. „დიდება“, „აწ და“- „ქრისტესა გსუროდა...“.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსთა - 4 მუხლი. „დიდება“ - მისივე: „მოღვაწებითა ფრთოვან...“ (ჴმა IV), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (იხ. III ჟამი).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსთა: „შუამდგომელად კადნიერად...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - ღირსთა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - ღირსის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა, ღირსთა; კონდაკები: „დიდება“ - ღირსთა, „აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა, ღირსთა; კონდაკები: - ტაძრისა, „დიდება“ - ღირსთა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსთა.
წარდგომა (ჴმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი ღირსთა მისთა“.
ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან, ჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
ალილუია (ხმა VII): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.