უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (მოწამეთა).

კვირის ციკლისა - - - - - -  პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შაბათს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: ღირსთა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - 18-ე.

_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).

_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: მოწამეთა - 6 მუხლი (ჴმა IV). “დიდება“ - მოწამეთა: „მჴედრობაჲ საღმრთოჲ...“ (ჴმა I), „აწ და“ ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი (წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „ვინ არა გნარტრიდეს...“ (ჴმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან (მოწამეთას მუხლები „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა დასდებლებიდან _ 3, ჟამნის ჩასართავებით):

- „შენდამი აღვიხილენ თუალნი..“.

- „მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ...“.

„დიდება“- მოწამეთა: „მოვედით, კრებულნო მორწმუნეთანო...“ (ჴმა III), „აწ და“ ღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „დედათა შორის წმიდაო...“ (ჴმა III).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა, უფალო...“ (ჴმა IV). „დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „რომელმან კურთხეულ უწოდე...“ (ჴმა VI).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა, უფალო...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.  მე-17 კანონის დროს აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“, „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა: „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა“.

- შემდგომად II სტიქოლოღიის წარდგომისა: „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:

I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, საზიარო თვენიდან).

III კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).

რომელიმე წმიდის სახელობის ტაძარში:

I კანონი – მოწამეთა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის, საზიარო თვენიდან).

II კანონი – ტაძრის წმიდისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).

_ კატავასია: მოწამეთა კანონის ძლისპირები (პარაკლიტონიდან, მხოლოდ III, VI, VIII და IX გალობების შემდეგ).

_ „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მოწამეთა: „მჴნეთა მჴედართა...“ (ჴმა IV). „დიდება“, „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი მოწამეთა: „მოწამეთა ქრისტესთა ახოვანთა...“ (ჴმა II).

შენიშვნა:  საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა)

_ „განმანათლებელი“ შაბათისა. „დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა შაბათისა..

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე). „დიდება“, „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“.

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი (მოწამეთა, „აქებდითსა“-ზედა დასდებლებიდან), რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა იქვე.

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV). „დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „შენ გადიდებთ ღმრთისმშობელო..“ (ჴმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_  „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: მოწამეთა კანონის (საზიარო თვერნიდან) III გალობიდან _ 4 მუხლი; პარაკლიტონიდან „მომიხსენენი“ - 4 მუხლი.

შენიშვნა: შესაძლებელია „მომიხსენენი“ წავიკითხოთ 6 მუხლად პარაკლიტონიდან (ანუ დაუტეოთ წმიდის კანონიდან საკითხავები) ან აღვასრულოთ „ყოველდღიური ანტიფონები“.

 

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“, მოწამეთა; კონდაკები:  - ტაძრისა, მოწამეთა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა..“.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: -  შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“, მოწამეთა;  კონდაკები:  - მოწამეთა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე – მოწამეთა და დღისა.

სამოციქულო და სახარება – მოწამეთა და დღისა.

 

წარდგომა (ჴმა IV) „წმიდათა რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.

მუხლი: „წინასწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რათა არა შევიძრა“.

წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.

ალილუია (ჴმა IV) „ჰხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

მუხლი: „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს უფალმან“.

ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.

შენიშვნა: დღის და წმიდის განიცადე ერთიდაიგივეა..

შენიშვნა:  I რანგის მსახურებისას დღის სამოციქულო იკითხება. თუ აჩვენებს წმიდის საკითხავს, მაშინ წაიკითხება დღის და წმიდის სამოციქულოები (შაბათს ჯერ წმიდის, შემდეგ დღის). ასეთ შემ-თხვევაში „ალილუია“ მხოლოდ წმიდისა ითქმის.. სამოციქულოში არ აჩვენებს მოწამე გალაქტიონისა და ეპისტიმიას საკითხავს. უპირატესის გადაწყვეტილებით, თუ მხოლოდ დღის სამოციქულოს წავიკითხავთ, შესაბამისად წარდგომა, ალილუია და განიცადეც მხოლოდ დღისა ითქმის.