საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (აღმსარებელისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის „ღამისთევის“ მსახურება შეერთებული „ექვსიანის“ (II რანგი) მსახურებასთან.
დიდი მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VII ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა VII), აღმოსავლური - 3 მუხლი, აღმსარებელისა - 4 მუხლი (ჴმა I). „დიდება“ _ აღმსარებელისა: „ზეშთა ხილულთასა...“ (ჴმა IV), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „უაღრეს ბუნებათა...“ (ჴმა VII).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დღისა.
შენიშვნა: Богослужебные указания на 2023г. (გვ. 357) აჩვენებს ლიტიას. საზოგადოდ, ტიპიკონების სტრუქტურიდან გამომდინარე, რადგან ლიტიას განსაზღვრავს მსახურების რანგი (IV, V და VI), ხოლო „ექვსიანის“ (II რანგი) მსახურებას ლიტია არ ეკუთვნის, აღნიშნული მითითება არამართებულად მიგვაჩნია.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა). „დიდება“ აღმსარებელისა: „დიდებულო პავლე, მოღვაწეთა სამკაულო...“ (ჴმა IV), „აწ და“ _ ღმრთისმშობლისა, აღდგომისა („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“.
_ ,,აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის.
დიდი ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VII ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „დახსენ ჯვარითა შენითა...“ - 2-გზის (ჴმა VII). „დიდება“ _ ტროპარი აღმსარებელისა (ჴმა III): „მართლისა სარწმუნოებასა...“, „აწ და“ _ ღმრთისმშობლისა, აღდგომისა, განსატევებელი (წმიდის ტროპარის ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“, „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
_ სადიდებელი მე-19 კანონის 134-ე და 135-ე ფსალმუნებიდან გამოკრებილი მუხლები.
_ აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“, „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
_ იპაკო და ანტიფონები (ჴმა VII).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩუენო, ამაღლდინ ხელი შენი, და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“ (ჴმა VII).
მუჴლი: „აღგიარო შენ უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
_ საცისკრო სახარება: სახ. მე-2, მკ. 70 დას. XVI, 1-8
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ – „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“, „აწ და“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო განთიად...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირით).
II კანონი ჯვარაღდგომისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე)
III კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე)..
IV კანონი აღმსარებელისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია -„აღაღე პირი ჩემი“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი აღმსარებელისა: „გამოჰკრთი შენ ქუეყანასა ზედა...“.
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
- წარდგომა აღმსარებელისა: „ტკივილნი ტანჯვათანი...“ (ჴმა I). „დიდება“, „აწ და“ იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა VII).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) II). „დიდება“ „განმანათლებელი“ აღმსარებელისა: „ვითარცა სუროდა...“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (II).
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები აღდგომისა - 8 მუხლად, „დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (II), „აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი კენტი ხმისა.
ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა VII) და აღმსარებელისა.
_ კონდაკი მხოლოდ აღდგომისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“: მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი, აღმსარებლის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა, აღმსარებლისა; კონდაკები: - აღდგომისა, „დიდება“ - აღმსარებელისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
შენიშვნა: Богослужебные указания на 2023г. უჩვენებს `აწ და~-ზე აღდგომის კონდაკს, გვ. 858.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა, ტაძრისა, აღმსარებელისა; კონდაკები: - აღდგომისა. „დიდება“ _ აღმსარებელისა, „აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა, ტაძრისა, აღმსარებელისა; კონდაკები: - აღდგომისა, ტაძრისა; „დიდება“ - აღმსარებელისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა და ალილუია - აღდგომისა, მიმდინარე ხმისა და აღმსარებელისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა და აღმსარებელისა.
განიცადე _ კვირისა და აღმსარებელისა.
წარდგომა (ჴმა VII): „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.
მუხლი: „შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევიეთ უფლისა შვილთა ვერძთასა“.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი ღირსთა მისთა“
ალილუია (ჴმა VII): „კეთილ არს აღსარება უფლისა და გალობად სახელსა შენსა მაღალო“.
მუხლი: „მითხრობად ცისკარს წყალობა შენი და ჭეშმარიტება შენი ღამედ ღამედ“.
ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა და მცნებათა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.