უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება -  საზიარო თვენიდან (მოწამეთა).

კვირის ციკლისა - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგის) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა VII) და აღმსარებელისა.

_ კონდაკი: აღდგომისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - არ აღესრულება.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VII ჴმაზე).        

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ჴმა VII), მოწამეთა - 3 მუხლი (ჴმა VIII). „დიდება“ მოწამეთა: ,,მხედრობა საღმრთო...“ (ჴმა V), ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „საშინელი დიდებული და დიდი...“ (ხმა V).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.  

_ წარდგომა - დღისა.  

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:    

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“     

- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“       

„დიდება“ მოწამეთა: „მოვედით, კრებულნო...“ (ჴმა VII), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „ანგელოზისა თანა...“ (ხმა VII).

_ „აწ განუტევე“.                                          

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:                          

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი აღიზარდე ტაძარსა შინა...“ (ჴმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი აღიზარდე ტაძარსა შინა...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ ,,აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“.

- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „მიწყალე მე ღმერთო, რამეთუ უძლურ ვარ განმკურნე მე“.

- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა უფალო, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).

II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და  IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“ (ჴმა VIII). „დიდება“, „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი მოწამეთა: „გუნდი მოწამეთა ცხადად...“ (ჟამნიდან) (ჴმა VIII).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა. „დიდება“ მოწამეთა: „ღმრთისმსახურებისა სვეტთა...“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე). „დიდება“, „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:    

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა VII).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1გზის.

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV). „დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „ვითარცა ყოველთა დაბადებულთა...“ (ჴმა IV).

  

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა. 

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

 ტროპრები: - ტაძრისა, შვიდეულის დღისა, მოწამეთა; კონდაკები: - შვიდეულის დღისა, მოწამეთა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - ტაძრისა.

              

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

 ტროპრები: - შვიდეულის დღისა, ტაძრისა, მოწამეთა; კონდაკები: - შვიდეულის დღისა, ტაძრისა, მოწამეთა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოწამეთა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა.

 

წარდგომა (ჴმა VIII): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.

მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.

წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა, რომელნი არიან ქყეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.

ალილუია (ჴმა V): „აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.

მუხლი: „რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.

ალილუია (ჴმა VI): „ხმობდეს მართალნი და უფლმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნნა იგინი“.

განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლსა მიმართ და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.