უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - - - - - -  არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს “სადიდებლიანი” (IV რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა. 

 

 დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ “ნეტარ არს კაცი” - I კანონის I ანტიფონი.

_ “უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება IV ჴმაზე).         

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 8 მუხლად: მთავარანგელოზთა - 8 მუხლი (ჴმა IV). „დიდება“ მთავარანგელოზთა: „იხარებდით ჩუენ...“ (ჴმა VI), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უაღრეს ბუნებათა...“ (ჴმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით.        

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 - მთავარანგელოზთა.

_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა და მთავარანგელოზთა. „დიდება“ მთავარანგელ.: „ცეცხლისფერნი იგი...“ (ჴმა IV). „აწ და“ მისივე: „დღეს ღმრთისა...“ (ხმა IV).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მთავარანგელოზთა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“, “აწ და“ მისივე: „ვითარცა წესთმთავარმან...“ (ჴმა VIII).

_ „აწ განუტევე“.                                          

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:                         

- ტროპარი მთავარანგელოზთა: „ზეცისა მხედრობათა...“ (ჴმა VIII). „დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი ჩუენთვის...“ (ჴმა VIII).

 

 დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).

ტროპარი მთავარანგელოზთა: „ზეცისა მხედრობათა...“ (ჴმა VIII) 2-გზის. „დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი ჩუენთვის...“ (ჴმა VIII).

_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: მთავარანგელოზთა. „დიდება“, „აწ და“ - მისივე.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ ანგელოზთა (ფსალმუნთაგან გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ მთავარანგელოზთა.: „ზეცისა წესთა...“. „დიდება“ სხვა წარდგომა: „ანგელოზთა წესნი...“ , „აწ და“ მისივე: „წმიდაო და ყოვლად...“ (სადღესასწაულოდან).

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“ (ჴმა IV). მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.

_ საცისკრო სახარება:  მთ. 52 დას. XIII, 24-30. 36-43.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ – „მეოხებითა წმიდათა უხორცოთა...“, „აწ და“ – „მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „ანგელოზნი შენნი...“ (სადღესასწაულოდან).

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):                            

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მთავარანგელოზთა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):  - წარდგომა მთავარანგელოზთა: „ზეცისა წესთა...“ (ჴმა VIII) 2-გზის. „დიდება“, „აწ და“ მისივე: „ღვთივმიმადლებულო წმიდაო...“.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი მთავარანგელოზთა (ჴმა II).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ მთავარანგელოზთა: „ცეცხლის სახეო...“. „დიდება“ სხვა განმანათლებელი: „უსხეულოთა ძალნო...“, „აწ და“ მისივე: „უპატიოსნეს ხარ...“.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მთავარანგელოზთა - 4 მუხლი. „დიდება“ მთავარანგელოზთა: „სადაცა ფარავს...“, „აწ და“ მისივე: „გნატრით შენ ღმრთისმშობელო...“ 

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი მთავარანგელოზთა: „ზეცისა მხედრობათა...“ (ჴმა VIII). „დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი ჩუენთვის...“ (ჴმა VIII).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: მთავარანგელოზთა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_  „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - მთავარანგელოზთა კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) და თავისი „დიდება“ „აწ და“- თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, მთავარანგელოზთა; კონდაკები: „დიდება“ - მთავარანგელოზთა, „აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმინდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, მთავარანგელოზთა; კონდაკები: - ტაძრისა. „დიდება“ - მთავარანგელოზთა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მთავარანგელოზთა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მთავარანგელოზთა.

 

წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.

მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.

წარდგომა (ჴმა VIII): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.

ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.

მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.

ალილუია (ჴმა V): „აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.