უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს “ღამისთევის” (V რანგის) მსახურება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - ხატისა.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იგალობება.

_ “ნეტარ არს კაცი” - I კანონის I ანტიფონი.

_ “უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება VI ჴმაზე).         

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები: დიდმოწამისა - 8 მუხლად (ჴმა VI). „დიდება“ მისივე: „ღირსად სახელისა...“ (ჴმა VI), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით.        

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 - დიდმოწამისა (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 9 მარტი).

_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა და დიდმოწამისა. „დიდება“ მისივე: „აღმობრწინდა უკუე...“ (ჴმა V), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ტაძარი ხარ...“ (ჴმა V).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დიდმოწამისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ მისივე: „გონიერსა ანდამატსა...“ (ჴმა IV), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“.

_ „აწ განუტევე“.                                          

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

- ტროპარი დიდმოწამისა: „ტყუეთა განმათავისუფლებელო...“ (ჴმა IV) - 2 გზის.

- „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ - 1-გზის.

_ პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

- ტროპარი დიდმოწამისა: „ტყუეთა განმათავისუფლებელო...“ (ჴმა IV) - 2გზის. „დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა: დიდმოწამისა: „აჰა აღმობრწყინდა...“ (იხ. წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა). „დიდება“, „აწ და“ იგივე.

_ წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა: დიდმოწამისა: „მხედრობა ქვეყნიერი...“ (იხ. წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა „დიდების“ მუხლი). „დიდება“, „აწ და“ იგივე.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ დიდმოწამისა (ფსალმუნთაგან გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ - დიდმოწამისა (სადღესასწაულოდან).               „დიდება“, „აწ და“ მისივე: „მოიმუშაკე მოღვაწებით...“.

_ I ანტიფონი, IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს“ (ჴმა IV). მუხლი: „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩვენისათა ჰყვაოდიან“.

_ საცისკრო სახარება:  ლკ. 63 დას. XII, 2-12.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ – „მეოხებითა წმიდისა დიდებულისა...“, „აწ და“  - „მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „დღეს სოფელი...“ (სადღესასწაულოდან).

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის) (პარაკლიტონიდან).

II კანონი - დიდმოწამისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა  დიდმოწამისა: „ღმრთისმსახურებისა წესთა...“. „დიდება“, „აწ და“ სხვა წარდგომა: „ქუეყანისა სიმდიდრე...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი დიდმოწამისა (ჴმა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

- „განმანათლებელი“ დიდმოწამისა: „არე აღმობრწყინდა...“. „დიდება“, „აწ და“ მისივე: „ვითარცა მზე...“

_ „ყოველი სული“ იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დიდმოწამისა - 4 მუხლი. „დიდება“ მისივე: „წამნი შენნი...“ (ჴმა II), „აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი...“ (იხ. III ჟამნის „აწ დას“ მუხლი).

_ „დიდებამაღალიანი“ იგალობება.

- ტროპარი დიდმოწამისა: „ტყუეთა განმათავისუფლებელო...“ (ჴმა IV). „დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: დიდმოწამისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_  „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - დიდმოწამის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით), დიდმოწამის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, დიდმოწამისა; კონდაკები: „დიდება“ - დიდმოწამისა, „აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარი: - დიდმოწამისა; კონდაკი: „დიდება“ - დიდმოწამისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

 

წარდგომა, სამოციქულო, ალილუია, სახარება და განიცადე - დიდმოწამისა.

 

წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.

მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, რაჟამს გევედრებოდი შენ“.

ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს“.

მუხლი: „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩვენისათა ჰყვაოდიან“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.