უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

გულისხმისმყოფელი: სამოციქულო აჩვენებს მოწამეთა შემდეგ საკითხავს: ეფ. 233 დას. VI, 10-17; ასევე ღირსის სამოციქულოც უნდა წავიკითხოთ: ებრ. 335 დას. XIII, 17-21. შესაბამისად უნდა მოვიძიოთ სახარებებიც.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (მოწამეთა და ღირსისა).

კვირის ციკლისა - - - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს “ორი წმიდის” (II რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - დიდმოწამისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - არ აღესრულება. 

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება IV ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად: მოწამეთა - 3 მუხლი (ჴმა IV), ღირსისა - 3 მუხლი (ჴმა I). „დიდება“ მოწამეთა: „მხედრობა საღმრთო...“ (ჴმა I), „აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმის მიხედვით, მოვიძიოთ პარაკლიტონში, ხუთშაბათს მწუხრად).

შენიშვნა: რადგან საზოგადო თვენის სხვადასხვა რედაქციაში ერთიდაიმავე საკითხავს სხვადასხვა ხმა აქვს მითითებული, მედავითნემ უნდა დაიცვას ტიპიკონის მოთხოვნა, ღმრთისმშობლისას „დიდების“ ხმის მიხედვით გამორჩევისას.

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“  ზედა დასდებელნი: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“

- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“       

„დიდება“ ღირსისა: „რამე სახელ-გდვათ...“ (ჴმა IV), „აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმის მიხედვით, მოვიძიოთ პარაკლიტონში, ხუთშაბათს მწუხრად, ან ვთქვათ „დიდება“, „აწდა“ ჯვარღმრთისმშობლისა პარაკლიტონიდან).                                  

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV). „დიდება“ ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ტარიგი, მწყემსი...“ (ჴმა VIII).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“ ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ტარიგი, მწყემსი...“ (ჴმა VIII).

_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.   

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“, „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა, და თაყვანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.

- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან შექმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - შვიდეულის დღისა - 6 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).

II კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - ღირსისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და  IX ოდების (გალობების) შემდგომ ღირსის კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი ღირსისა: „მმარხველობათა ანგელოზებრ...“ (ჴმა II).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

- წარდგომა მოწამეთა „მხნეთა მხედართა...“ (ჴმა IV). „დიდება“, „აწ და“ - წარდგომა ღირსისა: „მოღუაწებისა ზეთითა...“ (ჴმა IV).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი მოწამეთა: „აღგიტაცა მხედრობითურთ...“ (ჴმა IV).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა. „განმანათლებელი“ მოწამეთა: „ღმრთისმსახურებისა სვეტთა...“. „დიდება“ „განმანათლებელი“ ღირსისა: „იწროი გზა...“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე). „დიდება“ „აწ და“ – „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:    

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება“ „აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა მისივე.

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.

ტროპარი მოწამეთა „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV). „დიდება“ ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ნაყოფი მუცლისა...“ (ჴმა VIII).

ჟამებზე:

_ ტროპარი – მოწამეთა და ღირსისა;

_ კონდაკი – მოწამეთა და ღირსისა მონაცვლეობით.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა, პარასკევისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“, მოწამეთა, ღირსისა; კონდაკები:  - შვიდეულის დღისა, მოწამეთა, ღირსისა, „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

შენიშვნა: Богослужебные указания на 2023г. (გვ. 869) მიუთითებს „აწ და“-ზე შვიდეულის დღის კონდაკს.

შენიშვნა: პარასკევს, მაცხოვრის ტაძრის ტროპარ-კონდაკი არ ითქმის.

 

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა, პარასკევისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“, ტაძრისა, მოწამეთა, ღირსისა; კონდაკები: - შვიდეულის დღისა, მოწამეთა, ღირსისა; „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - ტაძრისა.

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

 ტროპრები: - შვიდეულის დღისა, ტაძრისა, მოწამეთა, ღირსისა; კონდაკები: - შვიდეულის დღისა, ტაძრისა, მოწამეთა, ღირსისა; „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოწამეთა.

სამოციქულო და სახარება – დღისა, მოწამეთა და ღირსისა.

              

წარდგომა (ჴმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“. 

მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.

წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა რომელნი არიან ქვეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის“.

ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.

მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან, ჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.

ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შუენის ქება“.