უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის  მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (ღირსისა).

კვირის ციკლისა - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღემისო ციკლის - - - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შაბათს „ორი წმიდის“ (II რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარებ – მოწამეთა და ღირსისა;

_ კონდაკი – ღირსისა;

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო, ღაღად-ვყავ” (იგალობება IV ჴმაზე).

  _ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: მღვდელთმთავრისა - 3 მუხლი (ჴმა IV, თვენიდან), ღირსისა - 3 მუხლი (ჴმა I, საზიაროთაგან). „დიდება“ - მღვდელთმთავრისა:  „მოწყალებისა წყაროო...“ (ჴმა II, თვენიდან), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით):“უაღრეს ბუნებათა...“ (ჴმა VII).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან (მოწამეთას მუხლები „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა დასდებლებიდან _ 3, ჟამნის ჩასართავებით)

- „შენდამი აღვიხილენ თუალნი..“.

- „მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ...“.

„დიდება“ ღირსისა: „რამე სახელ-გდვათ...“ (ჴმა IV), „აწ და“ ღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „ლამპარო დაუშრეტელო...“ (ჴმა IV).

_ „აწ განუტევე“.                           

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:

ტროპარი მღვდელთმთავრისა: „მოთმინებითა შენითა მოიგე...“ (ჴმა VIII). „დიდება“ ტროპარი ღირსისა: „ცრემლთა მდინარითა...“ (ჴმა VIII), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „ვითარცა ჩვენისა აღდგომისა...“ (ჴმა VII).

              

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).

ტროპარი მღვდელთმთავრისა: „მოთმინებითა შენითა მოიგე...“ (ჴმა VIII) 2-გზის. „დიდება“ ტროპარი ღირსისა: „ცრემლთა მდინარითა...“ (ჴმა VIII), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.  მე-17 კანონის დროს აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა: „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა“.

- შემდგომად II სტიქოლოღიის წარდგომისა: „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

მაცხოვრის,  ღმრთისმშობლის და წმიდის სახელობის ტაძრებში

I კანონი - მღვდელთმთავრისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის, თვენიდან).

II კანონი – ღირსისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, საზიარო თვენიდან).

III კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).

შენიშვნა: Богослужебные указания на 2023г. (გვ. 871) შენიშვნის სახით გვთავაზობს სხვა ლიტურგისტის მოსაზრებასაც: ღმრთისმშობლის და მაცხოვრის სახელობის ტაძრებში წავიკითხოთ: ტაძრის კანონი – 4 მუხლად (ძლისპირი 2-გზის), მღვდელმთავრისა და ღირსის კანონები _ 3-3 მუხლად (ძლისპირის გარეშე) და პარაკლიტონიდან მოწამეთა კანონი _ 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მოწამეთა კანონის ძლისპირები (პარაკლიტონიდან, მხოლოდ III, VI, VIII და IX გალობების შემდეგ).

_ „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი  ღირსისა: „კუროსთავნი იგი ვნებათანი...“ (ჴმა VIII).

- წარდგომა  მღვდელთმთავრისა: „მოწყალებისა მსგავსებისა...“ (ჴმა VIII). „დიდება“ - წარდგომა  ღირსისა: „მოღუაწებისა ზეთითა...“ (ჴმა IV, საზიაროთაგან), „აწ და“ – „რომელმან ჰშევ ღმერთი უცუალებელი...“ (თვენიდან).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი მღვდელთმთავრისა: (ჴმა II).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).

_ „განმანათლებელი“ მღვდელთმთავრისა: „მოწყალებითა მობაძავ...“, „დიდება“ _ „განმანათლებელი“ ღირსისა: „იწროი გზა...“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა თვენიდან: „რომელი ღმრთისაგან...“

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი (მოწამეთა, „აქებდითსა“-ზედა დასდებლებიდან), რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება" _ ღირსისა: „ღირსო მამაო...“ (ჴმა VI, თვენიდან), „აწ და“ ღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „ღმერთი შენგან განხორციელებული...“ (ჴმა VI).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.

ტროპარი მღვდელთმთავრისა: „მოთმინებითა შენითა მოიგე...“ (ჴმა VIII). „დიდება“ ტროპარი ღირსისა: „ცრემლთა მდინარითა...“ (ჴმა VIII), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ქალწულო ყოვლადწმიდაო..“ (ჴმა VIII).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები – მღვდელთმთავრისა და ღირსისა;

_ კონდაკი – მღვდელთმთავრისა და ღირსისა მონაცვლეობით.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღვთო ლიტურგია:

_  „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: მღვდელთმთავრის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი (ძლისპირით), პარაკლიტონიდან „მომიხსენენი“ - 4 მუხლი.

 

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“, მღვდელთმთავრისა, ღირსისა; კონდაკები:  - ტაძრისა, მღვდელთმთავრისა, ღირსისა. „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა..“.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: -  შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“, მღვდელთმთავრისა, ღირსისა; კონდაკები:  - მღვდელთმთავრისა, ღირსისა. „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე – მღვდელთმთავრისა და დღისა.

სამოციქულო და სახარება – მღვდელთმთავრისა და დღისა.

 

წარდგომა (ჴმა VII) „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“.

წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.

ალილუია (ჴმა II) „პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენაი მისი იტყოდის მსჯავრსა“.

მუხლი: „სჯული ღმრთისა მისისა არს გულთა შინა მისთა და არა შეუბრკუმენ სლუანი მისნი“.

ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.