უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - - - - - -  პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: კვირის “ღამისთევის” მსახურება “ღამისთევის” (V რანგი) მსახურებასთან შეერთებული.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ “მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ” - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი” - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა VIII), აღმოსავლური - 1 მუხლი, წმ. მღვდელთმთავრისა -  6 მუხლი (თითოეული 2-2-გზის, ჴმა IV). „დიდება“ - მისივე: „სამგზის სანატრელო წმიდაო მამაო...“ (ჴმა VI), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისა-თვის...“ (ჴმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ საწინასწარმეტყველო წმიდისა _ 3.

_ ლიტია. „ლიტიასა“-ზედა დასდებლები ტაძრისა და წმიდისა თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა). „დიდება“ - წმიდისა მღვდელთმთავრისა: „საყვირად ოქროჴმოვანად გამოსჩნდი...“ (ჴმა VI), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „შემოქმედი და მჴსნელი ჩემი...“ (ჴმა VI).

_ „აწ განუტევე“.            

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 2-გზის.

- ტროპარი მღვდელთმთავრისა: „პირისა შენისა მადლი...“ (ჴმა VIII) – 1-გზის.

_ პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „მაღლით გარდამოხედ....“ - 2-გზის (ჴმა VIII). „დიდება“ _ ტროპარი მღვდელთმთავრისა: „პირისა შენისა მადლი...“ (ჴმა VIII), „აწ და“ _ ღმრთისმშობლისა, აღდგომისა, განსატევებელი (წმიდის ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ჴმა VIII)

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.       

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.

- შემდგომად II სტიქოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.

_ სადიდებელი მე-19 კანონის 134-ე და 135-ე ფსალმუნებიდან გამოკრებილი მუხლები.

_ „გადიდებსა“ მღვდელთმთავრისა (ფსალმუნთაგან გამოკრებილი მუხლებით დავითნიდან).

_ აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.

_ იპაკო (ჴმა VIII).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ წმიდისა მღვდელთმთავრისა: „ოქროსახედ ვარსკვლავად...“ (იხ. წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა), „ქნარსა სიტყვიერსა...“ (იხ. წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა), „დიდება“: „საუნჯედ სულიერად...“ (იხ. წარდგომა შემდგომად სადიდებელისა), „აწ და“: „ზეცისა ბჭესა...“ (მისივე).

_ ანტიფონები (ჴმა VIII).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ თესლითი თესლამდე“ (ჴმა VIII).  მუჴლი: „აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა“.

_ საცისკრო სახარება: სახ. მე-3, მკ. 71 დას. XVI, 9-20.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ – „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“

„აწ და“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „აღდგა რა იესო განთიად...“               

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

 

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირით).

II კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (პარაკლიტონიდან, ძლისპირის გარეშე)..

III კანონი წმიდისა მღვდელთმთავრისა - 8 მუხლი (თვენიდან, ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III  გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - მღვდელთმთავრისა (ჴმა VI).

- წარდგომა მღვდელთმთავრისა: „გამოუთქუმელითა სიბრძნითა...“ (ჴმა VIII).

 „დიდება“ - მისივე: „სიბრძნე ზეცისა განიცადე...“

 „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე: „ალსა გეენიისასა მგზებარესა...“.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა VIII).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.

_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი, III).

_ „განმანათლებელი“ მღვდელთმთავრისა: „ოქრობრწყინვალითა მეტყუელებითა...".

„დიდება“ - მისივე: „ჴმამაღალსა მას ნესტუსა...“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (III).

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:  აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა VIII), წმიდისა მღვდელთმთავრისა - 4 მუხლი (თავისი ჩასართავებით, იხ. „სტიქარონსა“-ზედა დასდებლების ჩასართავები).

„დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (III).

„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი ლუწი ხმისა.

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა VIII) და წმიდისა მღვდელთმთავრისა.

_ კონდაკები: აღდგომისა და მღვდელთმთავრისა მონაცვლეობით.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“:

- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი, წმ. მღვდელთმთავრის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი. 

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა, წმ. მღვდელთმთავრისა; კონდაკები: - აღდგომისა. „დიდება“ - წმ. მღვდელთმთავრისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

შენიშვნა: Богослужебные указания на 2023г. უჩვენებს „აწ და“-ზე აღდგომის კონდაკს, გვ. 873.

 

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა, ტაძრისა, წმ. მღვდელთმთავრისა; კონდაკები:  - აღდგომისა. „დიდება“ _ წმ. მღვდელთმთავრისა, „აწ და“ - ტაძრისა.

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა, წმ. მღვდელთმთავრისა; კონდაკები:  - აღდგომისა. „დიდება“ - წმ. მღვდელთმთავრისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

 

წარდგომა და ალილუია  - აღდგომისა, მიმდინარე ხმისა და მღვდელთმთავრისა.

სამოციქულო და სახარება – დღისა და მღვდელთმთავრისა.

განიცადე _ კვირისა და მღვდელთმთავრისა.

 

წარდგომა (ჴმა VIII): „ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა“.

მუხლი: „განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი“.

წარდგომა (ჴმა I): „პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმის-ყოფასა“.

ალილუია (ჴმა VIII): „მოვედით უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩუენისა“.

მუხლი: „აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას“.

ალილუია (ჴმა I): „პირმან მართლისამან იწვართოს სიბრძნე და ენაი მისი იტყოდის მსჯავრსა“.

განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“.

განიცადე: „საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.