უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან და საზიარო

 თვენიდან (მოციქულისა).

კვირის ციკლისა - - - - - - - - -  არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგის) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა VIII) და მღვდელმთავრისა.

_ კონდაკი: მღვდელმთავრისა.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევ სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VI ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები მოციქულისა - 6 მუხლად: „დიდება“ მოციქულისა: „დიდისა მის ნათლისა...“ (ჴმა VI), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების” ხმის მიხედვით): „ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 (საზიარო თვენიდან - მოციქულისა).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოციქულისა (თავისი ჩასართავებით), „დიდება“ მოციქულისა: „ტაკუკად სულნელთა...“ (ჴმა II), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ჰოი სასწაული ახალი....“ (ხმა II).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო ფილიპე...“ (ჴმა III). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „შენ შუადგომელსა...“ (ჴმა III).

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ჴმაზე).

ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო...“ (ჴმა III) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ ღვთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „შენ შუადგომელსა...“ (ჴმა III).

_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - მოციქულისა. „დიდება“ ,,აწ და~ - მისივე.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ მოციქულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“ მოციქულისა (საზიარო თვენიდან). „დიდება“ ,,აწ და“ - იგივე.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (ჴმა IV).

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

_ საცისკრო სახარება: ინ. 67 დას. XXI, 15-25.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“, „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

-„მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე”).

- „მოვედით კრებულნო...“ (საზიარო თვენიდან).

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მოციქულისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი“.

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მოციქულისა: „გამოუჩნდი ღრუბლად...“, „დიდება“ მისივე: „კერპთა მძვინვარება დაამხუ...“, „აწ და“ მისივე: „მრავალ-თხზულსა განსაცდელსა...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი მოციქულისა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ მოციქულისა: „სრბა შვენიერთა ფერხთა...“ 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ მისივე: „საშინელსა ჟამსა...“ (სადღესასწაულოდან).

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა„ ზედა დასდებლები: მოციქულისა - 4 მუხლი: „დიდება“ მისივე: „თევზთა ნადირობა...“ „აწ და“ მისივე: „ღვთისმშობელო შენ მიერ...“

_ „დიდება მაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი მოციქულთა: „მოციქულო წმიდაო...“ (ჴმა III). „დიდება“ „აწ და“ - ღვთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „შენ შუადგომელსა...“ (ჴმა III).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - მოციქულისა.

 

 წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - მოციქულის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, მოციქულისა; კონდაკები: „დიდება” - მოციქულისა, „აწდა” - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

 ტროპარები: - ტაძრისა, მოციქულისა; კონდაკები: - ტაძრისა. „დიდება” - მოციქულისა, „აწდა” – „სასოო და შესავედრებელო...”.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოციქულისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოციქულისა.

 

წარდგომა (ჴმა VIII): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.

მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.

წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

ალილუია (ჴმა V): „აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.

მუხლი: „რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.

ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო“.

განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.

განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.