უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (მოწამეთა).

კვირის ციკლისა - - - - - - - -  პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს “მცირე წმიდის” (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - მოციქულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-6.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება VIII ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად: შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ჴმა VIII), მოწამეთა - 3 მუხლი (ჴმა IV). „დიდება“ მოწამეთა: „მხედრობაი საღმრთო...“ (ჴმა IV), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან...“ (ჴმა IV).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც

ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“

- „მიწყალენ ჩვენ უფალო, შემიწყალენ...“

„დიდება“ მოწამეთა: „მოვედით კრებულნო...“ (ჴმა VII), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „გიხაროდენ გონიერისა მზისა...“ (ჴმა VII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენ“-სი:

ტროპარი მოწამეთა: „საკვირველებანი წმიდათა...“ (ჴმა V). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „მსწრაფლი ფარვა და შეწევნა...“ (ჴმა V).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი” (იგალობება V ჴმაზე).

ტროპარი მოწამეთა: „საკვირველებანი წმიდათა...“ 2-გზის (ჴმა V). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „მსწრაფლი ფარვა და შეწევნა...“ (ჴმა V).

_ რიგითი კანონები: მე-7, მე-8 და მე-9.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“.

- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „მიწყალე მე ღმერთო, რამეთუ უძლურ ვარ

განმკურნე მე“.

- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება

შენდა“.

_ 50-ე ფსალმუნი

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლად (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი მოწამეთა: „მადლით მოიღეთ...“ (ჴმა II).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIIIგალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ - შვიდეულის დღისა. „დიდება“ მოწამეთა: „ღვთისმსახურებისა სვეტთა...“, „აწ და“ - ღვთისმშობლისა შვიდეულის დღისა.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე). „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის, ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც

ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა VIII).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.

ტროპარი მოწამეთა: „საკვირველებანი წმიდათა...“ (ჴმა V). „დიდება” „აწ და” - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი” – „კეთილ არსზე” (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „დედაო ღმრთისაო ყოვლად-წმინდაო...“ (ჴმა V).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - მოწამეთა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა; შვიდეულის დღისა; მოწამეთა. კონდაკები: - შვიდეულის დღისა; მოწამეთა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“ „აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა; ტაძრისა; მოწამეთა. კონდაკები: - შვიდეულის დღისა; ტაძრისა; მოწამეთა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“ „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოწამეთა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა.

 

წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.

მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.

წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა, რომელნი არინ ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.

ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.

მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.

ალილუია (ჴმა IV): „ჰხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.