უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამნი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამნი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამნი _ დიდი ცისკარი _ I ჟამნი.

დღის მსახურება: III ჟამნი _ VI ჟამნი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოციქულისა).

კვირის ციკლისა - - - - - - -  არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს “სადიდებლიანი” (IV რანგი) მსახურება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა.

 

დიდი მწუხრი:

_ “მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ” - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” - იკითხება.

_ „ნეტარ არს კაცი” - I კანონის I ანტიფონი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება IV ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: მოციქულისა - 6 მუხლი (ჴმა IV). „დიდება” მისივე: „გიწოდა რა ქრისტემან...” (ჴმა IV), „აწ და” ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი იგი შენ...“ (ჴმა IV).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 - მოციქულისა.

_ „სტიქარონსა” ზედა დასდებლები: მოციქულისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება” მოციქულისა: „სიღრმისაგან ბოროტისა...“ (ჴმა VI), „აწ და” ღმრთისმშობლისა „აღდგომისა” („დიდების” ხმის მიხედვით): „შემოქმედი და მხსნელი...” (ჴმა VI).

_ „აწ განუტევე”.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

- ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო...“ (ჴმა III). „დიდება“„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).

 

 დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი” (იგალობება III ხმაზე).

 - ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო...“ (ჴმა III) 2გზის. „დიდება“„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III)

_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - მოციქულისა. „დიდება“ „აწ და“ - მისივე.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ მოციქულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: „საღმრთოითა სიტყვათა...“, „დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (ჴმა IV).

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

_ საცისკრო სახარება: ინ. 67 დას. XXI, 15-25.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მოციქულისა ლუკასითა...“, „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „შენ უფალო ძალთაო...“

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

 

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - ღმრთისმშობლისა (ძლისპირი - 2 გზის) - 6 მუხლად (პარაკლიტონიდან).

II კანონი - მოციქულისა (ძლისპირის გარეშე) - 8 მუხლად.

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა” (III გალობისა): - წარდგომა მოციქულისა: „ყოველთა კიდეთა...“, „დიდება” მისივე: „ვითარცა ლამპარსა...“ „აწ და“ მისივე: „ვითარცა ყოვლად უბიწო...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა” (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი მოციქულისა (ჴმა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა” (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა” (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ მოციქულისა: „გუაუწყა ჩუენ...“, „დიდება” „აწ და” მისივე

_ „ყოველი სული” - იგალობება.

_ „აქებდითსა” ზედა დასდებლები - 4 მუხლად: მოციქულისა - 4 მუხლი. „დიდება“ „აწ და” მისივე.

_ „დიდებამაღალიანი” - იგალობება.

- ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო...“ (ჴმა III). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: მოციქულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:  მოციქულის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით), მოციქულის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, რიგის წმიდისა. კონდაკები: „დიდება“ - რიგის წმიდისა, „აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, რიგის წმიდისა. კონდაკები: - ტაძრისა. „დიდება“ - რიგის წმიდისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოციქულისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოციქულისა.

 

წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.

მუხლი: „რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.

წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

ალილუია (ჴმაVIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“.

მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“.

ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.

განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.

განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.