უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამნი _ მწუხრის ჟამნი _ სერობის ჟამნი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამნი _ ცისკრის ჟამნი _ I ჟამნი.

დღის მსახურება: III ჟამნი _ VI ჟამნი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - - - - - - -პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს “ორი წმიდის” მსახურება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: მოციქულისა.

 

 მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-12 (რომელიც დატევებულ იქნა ოთხშაბათს ცისკრად).

_ “უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება IV ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: დიდმოწამისა - 3 მუხლი (ჴმა IV), მღვდელმთავრისა - 3 მუხლი (ჴმა VIII). „დიდება“ მღვდელმთავრისა: „სიღრმესა საღმრთოთა...“ (ჴმა VI), „აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: შვიდეულის დღის 3 მუხლი, რომელსაც ჩაერთვის 2 მუხლი ჟამნიდან:

 -„შენდამი აღვიხილენ...“

 -„მიწყალენ ჩვენ უფალო, შემიწყალენ...“

„დიდება“ დიდმოწამისა: „დღეს ყოვლად...“ (ჴმა VI), „აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი დიდმოწმისა: „მოწამემან შენმან...“ (ჴმა IV). „დიდება“ მღვდელმთავრისა: „ლოცუათა შინა...“ (ჴმა VIII), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით) (ჴმა VIII).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი დიდმოწამისა: „მოწამემან შენმან...“ - 2გზის (ჴმა IV). „დიდება“ მღვდელმთავრისა: „ლოცუათა შინა...“ (ჴმა VIII), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით) (ჴმა VIII).

_ რიგითი კანონები: მე-13, მე-14 და მე-15.

_ რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ „აწ და“ მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა

სოფლისათა სიტყუანი მათნი“.

- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“.

_ 50-ე ფსალმუნი.

 

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1 გზის) - 6 მუხლად.

II კანონი - დიდმოწამისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.

III კანონი - მღვდელმთავრისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მღვდელმთავრის კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი“ – „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი დიდმოწამისა (ჴმა III),  წარდგომა დიდმოწამისა: „ლოდად გამოსჩნდი...“, „დიდება“ მღვდელმთავრისა: „მეორედ მოსედ...“ „აწ და“ მისივე: „საღმრთო სამკვიდრებელ...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი მღვდელმთავრისა (ჴმა II).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ დიდმოწამისა: „სარწმუნოებისა ჭურსა...“. „დიდება“ მღვდელმთავრისა: „საკვირველად აღმოაცენებ...“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე: „გიხაროდენ მორწმუნეთა...“

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად: დიდმოწამისა - 3 მუხლი (ჴმა IV), მღვდელმთავრისა - 3 მუხლი. „დიდება“ დიდმოწამისა: „ტკბილ სამებელი...“ (ჴმა IV), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: შვიდეულის დღის 3 მუხლი, რომელსაც ჩაერთვის 2 მუხლი ჟამნიდან:

 „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

„და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა I).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.

ტროპარი დიდმოწმისა: „მოწამემან შენმან...“ (ჴმა IV). „დიდება“ მღვდელმთავრისა: „ლოცუათა შინა...“ (ჴმა VIII), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით) (ჴმა VIII).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - დიდმოწამისა და წმიდისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: დიდმოწამის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით), მღვდელმთავრის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“-თი.

 შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, შვიდეულის დღისა, დიდმოწამისა, მღვდელმთავრისა. კონდაკები: - შვიდეულის დღისა, დიდმოწამისა, მღვდელმთავრისა. „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა, ტაძრისა, დიდმოწამისა, მღვდელმთავრისა. კონდაკები: - შვიდეულის დღისა, ტაძრისა, დიდმოწამისა, მღვდელმთავრისა. „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და დიდმოწამისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა, დიდმოწამისა და მღვდელმთავრისა.

 

წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.

ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთან უფალო“.

მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.

ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს“.

განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.