ფილმ. 302 დას. I, 1-25
პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი, და ტიმოთე ძმაჲ ფილიმონს, საყუარელსა და თანა-შემწესა ჩუენსა, და აპფიას, დასა და საყუარელსა, და არქიპოსს, თანა-მოსაგრესა ჩუენსა, და სახლისა შენისა კრებულთა. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.
ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის ჴსენებასა შენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა. მესმის შენი ეგე სიყუარული და სარწმუნოებაჲ, რომელი გაქუს უფლისა მიმართ იესუ ქრისტესა და ყოველთა მიმართ წმიდათა, რაჲთა ზიარებაჲ სარწმუნოაბისა შენისაჲ შეწევნულ იყოს მეცნიერებითა ყოვლისა კეთილისაჲთა, რომელ არს ჩუენ შორის ქრისტე იესუჲს მიმართ. რამეთუ სიხარულში დიდი მაქუს და ნუგეშინის-ცემაჲ სიყუარულისა შენისათჳს, რამეთუ ნაწლევნი წმიდათანი განსუენებულ არიან შენთჳს, ძმაო. ვინაჲცა მრავალი კადნიერებაჲ მაქუს ქრისტეს მიერ ბრძნებად შენდა ჯეროვნისა; სიყუარულისათჳს უფროჲსღა გლოცავ ესევითარი ესე, ვითარცა პავლე მოხუცებული, ხოლო აწ კრულიცა ქრისტე იესუჲსი. გლოცავ შენ შვილისა ჩემისათჳს, რომელი ვშევ კრულებათა შინა ჩემთა ონისიმე, რომელი-იგი ოდესმე უჴმარ შენდა, ხოლო აწ შენდა და ჩემდა საჴმარ, რომელი-იგი მივავლინე შენდა, ხოლო შენ შეიწყნარე, ესე იგი არს ნაწლევი ჩემი, რომლისაჲ მეგულებოდა დაყენებად ჩემ თანა, რაჲთა შენ წილ მმსახურებდეს მე კრულებათა ამათ შინა სახარებისათა. ხოლო თჳნიერ ცნობისა შენისა არა ვინებე ყოფად, რაჲთა არა უნებლებით კეთილი იგი შენი იყოს, არამედ ნეფსით. ვინ უწყის, გან-ვე ამისთჳს-გეშორა ჟამერთ, რაჲთა საუკუნოდ მიიყვანო იგი, არღარა ვითარცა მონაჲ, არამედ უფროჲსღა მონისა, საყუარელი ძმაჲ. ვინაჲთგან ჩემდა ესრეთ, რაოდენ უფროჲს შენდა ჴორციელადცა და უფლისა მიერცა! უკუეთუ შეგირაცხიე მე თანა-ზიარად, შეიწყნარე ეგე, ვითარცა მე. ხოლო უკუეთუ რაჲმე შეგცოდა გინა თანა-აც, იგი მე შემირაცხე. მე, პავლე, დავწერე ჴელითა ჩემითა: მე გარდავიჴადო; რაჲთა არა გრქუა შენ, ვითარმედ თავიცა შენი თანა-გაც ჩემდა. ჰე, ძმაო, მე მოგიპოვე შენ უფლისა მიერ; განუსუენე ნაწლევთა ჩემთა ქრისტეს მიერ.
სასოებითა მორჩილებისა შენისაჲთა მივწერე შენდა, უწყი, რამეთუ რომლისათჳს-ესე გეტყჳ, ჰყოცა. და მის თანა განმიმზადე მე ვანიცა; რამეთუ ვესავ, ვითარმედ ლოცვითა თქუენითა მიგემადლო თქუენ.
გიკითხვენ შენ ეპაფრა, ჩემი თანა-ტყუე ქრისტე იესუჲს მიერ, მარკოზ, არისტარხოს, დიმა, ლუკა, თანა-შემწენი ჩემნი.
მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა. ამინ.
ლკ. 50 დას. X, 1-15
და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა. ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ. და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას! და უკუეთუ იყოს მუნ ძჱ მშჳიდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან, უკუეთუ არა − თქუენდავე მოიქცეს. მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად. და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ: აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ. გეტყჳ თქუენ: სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის. ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს სასჯელსა მას, ვიდრე თქუენ. და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე.