უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

შენიშვნა: წმ. ილარიონ ქართველის მსახურება IV რანგისაა, შესაბამისად ცისკრად წასაკითხი სახარება უნდა ეწეროს.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - - - - -  არ აღესრულება.

სადღეღემისო ციკლის - - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი – მოწამეთა;

 

დიდი მწუხრი:

 _ „მოვედით თაყვანის ვსცეთ” 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

 _ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება IV ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 8 მუხლად: ღირ. ილარიონისა - პირველი და მეორე მუხლი 3-3-გზის, მესამე – 2-გზის (ჴმა IV). „დიდება“ ღირსისა: „მსგავსად სამოილისა...“ (ხმა VI), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის...“ (ჴმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 - ღირსისა (წერია ძვ. სტ. 15 სექტემბერს).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა ილარიონისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“: „ცხოვრება მაღალი...“ (ჴმა II), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით): „ჰოი, სასწაული ახალი...“ (ხმა II).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი ღირსისა: „მადლი ჰპოვა სოფელმან...“ (ჴმა V). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება V ჴმაზე).

ტროპარი ღირსისა: „მადლი ჰპოვა სოფელმან...“ (ჴმა V). 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: ღირსისა - 2-გზის, „დიდება“ „აწ და“ - მისივე.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ ღირსთა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ ღირსისა: „მოღუაწებითა სრულ-ჰყავ...“ - 2-გზის, „დიდება” „აწ და“ მისივე.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ჴმა VII). მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე“.

_ საცისკრო სახარება: მთ. XI, 27 – XII, 1.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „ვედრებითა ღირსისა მამისა ჩვენისა ილარიონ ქართველისათა მოწყალეო...“, „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

წარდგომა შემდგომად 50-ე ფსალმუნისა ღირსისა: „ლარნაკი ნაწილთა მათ შენთა...“.

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისა:

I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი – ღირ. ილარიონის I კანონი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი – ღირ. ილარიონის II კანონი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის) (მიმდინარე ხმისა, კვირის ცისკრისა).

II კანონი – ღირ. ილარიონის I კანონი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი – ღირ. ილარიონის II კანონი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.

_ „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა) - წარდგომა ღირ. ილარიონისა: „სიჩჩოთგან ღმერთსა...“ (ჴმა I) - 2-გზის. „დიდება, აწდა“ მისივე: „განაახლენ საზღუარნი...“.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - ილარიონისა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ ღირსისა: „აღივსე ნათლითა...“ - 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ მისივე.

_ „ყოველი სული“.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი. „დიდება“ ღირსისა: „ქართველთ მზე მნათი...“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა წინადღესასწაულისა: „ტაძარი ტაძრად...“.

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი ღირსისა: „მადლი ჰპოვა სოფელმან...“ (ჴმა V). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).

 

 ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: ღირსი ილარიონის I კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით),  II კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“ -თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:

 ტროპარები: - ტაძრისა, ღირსი ილარიონისა. კონდაკები: - „დიდება“ – ღირსი ილარიონისა, „აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, ღირსი ილარიონისა. კონდაკები: - ტაძრისა, „დიდება“ – ღირსი ილარიონისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე – ღირსისა და დღისა.

სამოციქულო და სახარება – ღირსისა და დღისა.

 

წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე“.

წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.

ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა“.

მუხლი: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი“.

შენიშვნა: ალილუიას ეს მუხლი სამოციქულოში არ წერია (სარეკომენდაციოდ მოგაწოდეთ ძვ. სტ. 15 სექტემბრიდან, ღირსი ამბა ალავერდელის ხსენება).

ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.