საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (ღირსისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის „ღამისთევის“ მსახურება „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურებასთან შეერთებული დღესასწაულის წინა პერიოდში.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა I), აღმოსავლური - 1 მუხლი, წინადღესასწაულისა _ 3 მუხლი (ჴმა I), ღირსისა - 3 მუხლი (ჴმა იგივე). „დიდება“ წინადღესასწაულისა: „დღეს ღმრთისა დამტევნელი...“ (ჴმა IV), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ყოვლისა სოფლისა დიდებასა...“ (ჴმა I).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დღისა.
შენიშვნა: სადღესასწაულო (მითითება, შუენის უწყება: „უკეთუ დაემთხვიოს წინადღესასწაული კვირიაკესა) და Богослужебные указания на 2023г. (გვ. 887) აჩვენებს ლიტიას. თუ ინებებს უპირატესი, ჩატარდება ლიტია და წაიკითხება ტაძრის დასდებელი _ 1, „დიდება, აწ და“ -წინადღესასწაულისა: „იხარებდით დღეს ცანი...“ (იხ. ცისკრად „აღვივსენითსა“-ზედა დასდებლების „აწდას“ მუხლი.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა). „დიდება, აწ და“ წინადღესასწაულისა: „მოვედით ყოველნი მორწმუნენი...“ (ჴმა IV).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის.
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს ლოდი იგი...“ - 2-გზის (ჴმა I). „დიდება“ ტროპარი მამათა (ღირსისა გრიგოლისა და პროკლესი): „ღმერთო მამათა ჩუენთაო...“ (ჴმა IV), „აწ და“ ტროპარი წინადღესასწაულისა: „სიხარულსა წინადაგვიწინდებს...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
_ სადიდებელი _ მე-19 კანონი.
_ აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
_ იპაკო და ანტიფონები (ჴმა I).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავსდვა ცხოვრება და განვსცხადნე მას ზედა“ (ჴმა I). მუჴლი: „სიტყვანი უფლისანი არიან სიტყვა წმიდა“.
_ საცისკრო სახარება: სახ. მე-4, ლკ. 112 დას. XXIV, 1-12.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ – „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“, „აწ და“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
-„ მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო განთიად...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).
II კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი წინადღესასწაულისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
IV კანონი ღირსისა გრიგოლისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე, საზიარო თვენიდან).
_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი წინადღესასწაულისა (იხ. VI გალობის შემდეგ), კონდაკი ღირსისა გრიგოლისა: „ნათელ ცისკროვნად...“.
- წარდგომა ღირსისა: „მოღუაწებისა ზეთითა...“ (ჴმა IV, საზიარო თვენიდან). „დიდება“, „აწ და“ წარდგომა წინადღესასწაულისა: „აქებდით ქალწულნო..“ (ჴმა I).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა I).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (IV). „დიდება“ „განმანათლებელი“ ღირსისა: „იწროი გზა მოღუაწებისაი...“ (ჴმა I, საზიარო თვენიდან), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „დღეს წინავდღესასწაულობდეთ...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად: აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა I), წინადღესასწაულისა - 4 მუხლი (მუხლები („დიდება, აწდის“ მუხლის ჩათვლით) და ჩასართავები მოიძიეთ „აღვივსენითსა“-ზედა დასდებლებში). „დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (IV), „აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი კენტი ხმისა.
ჟამებზე:
I და VI ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა I) და წინადღესასწაულისა.
_ კონდაკი: წინადღესასწაულისა.
III და IX ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა I) და ღირსისა გრიგოლისა.
_ კონდაკი: აღდგომისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“: მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი, წინადღესასწაულის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპრები: - აღდგომისა, წინადღესასწაულისა, მამათა; კონდაკები: - აღდგომისა, „დიდება“ - ღირსისა გრიგოლისა, „აწ და“ - წინადღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპრები: - აღდგომისა, წინადღესასწაულისა, ტაძრისა, მამათა; კონდაკები: - აღდგომისა, ტაძრისა. „დიდება“ - ღირსისა გრიგოლისა, „აწ და“ - წინადღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - კვირისა და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.
წარდგომა (ჴმა I): „იყავნ უფალო წყალობა შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ“.
მუხლი: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა ჰშუენის ქება“.
წარდგომა (ჴმა I): „პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა, და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმისყოფასა“.
ალილუია (ჴმა I): „ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე“.
მუხლი: „განადიდე ცხოვრება მეუფისა და ყოფად წყალობა ცხებულისა მისისა თანა დავითისთანა და ნათესავისა მისისათანა უკუნისამდე“.
ალილუია (ჴმა II): „პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე, და ენა მისი იტყოდის [მსჯავრსა]სიმართლესა“.
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
შენიშვნა: ჩვენ მოცემული გვაქვს მითითებები სამოციქულოდან, ექვთიმე ხელაძის სტამბა, თბილისი, 1899წ.