უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - - - - - -  არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა I) და ღირსისა.

_ კონდაკი: აღდგომისა. 

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავი“ (იგალობება IV ჴმაზე).       

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები 8 მუხლად: დღესასწაულისა - 8 მუხლად (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ მისივე: „შემდგომად შობისა...“ (ჴმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით.        

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 - დღესასწაულისა.

_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა. „დიდება“ „აწ და“ მისივე: „აღმობრწყინდა დღეს...“ (ჴმა V).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებელნი: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) (ჴმა V). „დიდება“ „აწ და“ მისივე: „მოვედით დღეს...“ (ჴმა VI).

_ „აწ განუტევე“.                                          

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV) 3-გზის.

_ პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - იგივე ტროპარი.

_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.

_ რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - დღესასწაულისა. „დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ დღესასწაულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: „იხარებს დავით...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი“  (ჴმა IV). მუხლი: „აღმოსთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი, და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა, ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა“.

_ საცისკრო სახარება: ლკ. 4 დას. I, 39-49, 56.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ – „დღეს ტაძარი სულიერი დიდისა მეუფისა...“ (იხ. სადღესასწაულო), „აწ და“ - იგივე.

-„მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „დღეს ღმრთისა დამტევნელი...“

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

_ კატავასია: „ქრისტეს შობასა ვადიდებდეთ...“

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა დღესასწაულისა: „ღაღად-ჰყავ, დავით...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ მისივე: „უბიწოჲ ტარიგი...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ჴმა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“ (ამ საკითხში გარკვევის მსურველებმა იხ. ფეისბუკში „მედავითნეზე“ ბლოკი: კითხვა-მიგება 201).

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „რომელიცა პირველად...“ „დიდება“ იგივე განმანათლებელი. „აწ და“ იგივე განმანათლებელი.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 4 მუხლი (ჴმა I). „დიდება“ „აწ და“ მისივე: „დღეს ტაძრად...“ (ჴმა II).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV) 1 გზის.         

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.

    

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: დღესასწაულის I კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით). დღესასწაულის  II კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად:

- ტროპარი: დღესასწაულისა. „დიდება“ „აწ და“  - კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წარდგომა, სამოციქულო, ალილუია, სახარება და განიცადე - დღესასწაულისა.

 

წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.

მუხლი: „რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.

ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი“.

მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი“.

განიცადე: „სასმელი ცხოვრებისაჲ მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.

„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ანგელოზთა რა იხილეს შესლვაჲ...“ და IX გალობის ძლისპირი: „კიდობანსა მას შჯულისასა...“.