საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოციქულთა).
კვირის ციკლისა - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლის - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - არ აღესრულება.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება VIII ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად: დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა VIII), მოციქულთა - 3 მუხლი (ჴმა IV). „დიდება“ მოციქულთა: „ცად მეტყველად...“ (ჴმა IV), „აწ და“ დღესასწაულისა: „იხარებდით დღეს ცანი...“ (ჴმა I).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებელნი: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) (ჴმა II). „დიდება“ მოციქულთა: „დიდებისაგან და...“ (ჴმა I), „აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს ტაძრად...“ (ჴმა II).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი მოციქულთა: „მოციქულნო წმიდანო...“ (ჴმა III). „დიდება“„აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი: დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“ მოციქულთა: „მოციქულნო წმიდანო...“ (ჴმა III), „აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.
_ რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - დღესასწაულისა. „დიდება“ „აწ და“ - იგივე.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - მოციქულთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოციქულთა კანონის ძლისპირი (საზიარო თვენიდან).
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი მოციქულთა: „ვითარცა ვარსკვლავთა...“ (ჟამნიდან).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნით კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
- წარდგომა მოციქულთა: „უფსკრულსა სიბრძნისასა...“. „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „იხარებს დავით...“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მოციქულთა: „ნათლისა სამკვიდრებელთა...“, „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „რომელიცა პირველად...“.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე). „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის, ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები - დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ „აწ და“ მისივე: `დღეს ტაძარი...“ (ჴმა IV).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.
ტროპარი მოციქულთა: „მოციქულნო წმიდანო...“ (ჴმა III). „დიდება“„აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოციქულთა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: დღესასწაულის კანონის I გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით), მოციქულთა კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა, დღესასწაულისა, მოციქულთა. კონდაკები: - ტაძრისა, „დიდება“ - მოციქულთა, „აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპრები: - დღესასწაულისა, მოციქულთა; კონდაკები: „დიდება“ - მოციქულთა, „აწ და“ - დღესასწაულისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა, ტაძრისა, მოციქულთა. კონდაკები: - ტაძრისა, „დიდება“ - მოციქულთა, „აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოციქულთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მოციქულთა.
წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: „რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.
წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი“.
მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი“.
ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.
განიცადე: „სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: ,,ანგელოზთა რა იხილეს შესლვაჲ...“ და IX გალობის ძლისპირი: „კიდობანსა მას შჯულისასა...“.