უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოწამისა).

კვირის ციკლისა - - - - - - -  არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოციქულთა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-9 (რომელიც დატევებულ იქნა სამშაბათს ცისკრად).

_ “უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება IV ჴმაზე).         

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად: დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა IV), მოწამისა - 3 მუხლი (ჴმა IV). „დიდება“ მოწამისა: „გაქუს შენ...“ (ჴმა II), „აწ და“ დღესასწაულისა: „მოვედით ყოველნი...“  (ჴმა IV).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.  

_ დღის წარდგომა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებელნი: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) (ჴმა II). „დიდება“ მოწამისა: „მარტვილთა გვირგვინითა...“ (ჴმა VIII), „აწ და“ დღესასწაულისა: „აღმობრწყინდა დღეს...“ (ჴმა V).

_ „აწ განუტევე“.                                          

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:                         

ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან...“ (ჴმა IV) (საზოგადო). „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV) 2 გზის. „დიდება“ მოწამისა: „მოწამემან შენმან...“ (ჴმა IV), „აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.

_ რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - მოწამისა. „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მოწამისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - „ქრისტეს შობასა ვადიდებდეთ...“

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): კონდაკი მოწამისა: „ვარსკვლავი ელვარე...“ (საზოგადო).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნით კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

- წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქროი...“, „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „დავით განუმზადე...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ მოწამისა: „რომელი ღვაწლთა...“ „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „რომელიცა პირველად...“

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად: მოწამისა - 3 მუხლი (ჴმა IV), დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები ჩასართავების გარეშე). „დიდება“ მოწამისა: „რაჟამს იგი...“ (ხმა II), „აწ და“ დღესასწაულისა: „მოვედით დღეს...“.

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან...“ (ჴმა IV) (საზოგადო). „დიდება“„აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამისა.

_ კონდაკები: დღესასწაულისა და მოწამისა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: დღესასწაულის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით), მოწამის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპრები: - ტაძრისა, დღესასწაულისა, მოწამისა; კონდაკები:  - ტაძრისა, „დიდება“ - მოწამისა, „აწ და“ - დღესასწაულისა.

 

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპრები:  - დღესასწაულისა, მოწამისა; კონდაკები: „დიდება“ - მოწამისა, „აწ და“ - დღესასწაულისა.

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა, ტაძრისა, მოწამისა; კონდაკები: - ტაძრისა, „დიდება“ - მოწამისა, „აწ და“ - დღესასწაულისა.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოწამისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამისა.

 

წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.

მუხლი: „რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.

წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“. 

ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი“.

მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი“.

ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“. 

განიცადე: „სასმელი ცხოვრებისაჲ მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ანგელოზთა რა იხილეს...“ და IX გალობის ძლისპირი: „კიდობანსა მას შჯულისასა...“.