საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „ორი წმიდის” (II რანგის) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-12 (რომელიც დატევებულ იქნა ოთხშაბათს ცისკრად).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: წმ. ეკატერინესი - 3 მუხლი (ჴმა I), წმ. მერკვირისა - 3 მუხლი (ჴმა IV). „დიდება“ წმ. ეკატერინესი: „განმხიარულებულნი სულითა...“ (ჴმა II), „აწ და“ დღესასწაულისა: „შემდგომად შობისა მის...“ (ჴმა VIII).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ დღის წარდგომა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ წმ. ეკატერინესი: „ცხოვრება უნივთო...“ (ჴმა II), „აწ და“ დღესასწაულისა: „დავით წინასწარმეტყველი...“ (ჴმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი წმ. ეკატერინესი: „ტარიგი შენი იესუ...“ (ჴმა IV). „დიდება“ წმ. მერკვირისა: „მოწამემან შენმან...“, „აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV) 1 გზის, ტროპარი წმ. ეკატერინესი: „ტარიგი შენი იესუ...“ (ჴმა IV), „დიდება“ წმ. მერკვირისა: „მოწამემან შენმან უფალო...“ (ჴმა IV), „აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV)
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: დღესასწაულისა. „დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი - დღესასწაულისა (ძლისპირი 2-გზის) - 6 მუხლად.
II კანონი - წმ. ეკატერინე (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
III კანონი - წმ. მერკვირისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ წმ. მერკვირისა კანონის ძლისპირი (სადღესასწაულოდან).
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა, კონდაკი წმ. მერკვირისა: „ბრძოლათა შინა უძლეველსა…“, წარდგომა წმ. ეკატერინესი: „სიძე შენი ქრისტე...“, „დიდება“ წმ. მერკვირის: „მოწამემან მერკვირი...“, „აწ და“ დღესასწაულისა: „დავით განუმზადე...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი წმ. ეკატერინესი.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ წმ. ეკატერინესი: „აღეტყინე სიბრძნით...“ 2გზის. „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ანგელოზთა წესნი...“
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება - 4 მუხლად. „დიდება“ წმ. ეკატერინესი: „ცხოვრება უნივთო...“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მოვედით დღეს კრებულნო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ „აწ და“ მისივე: „ბჭენო ზეცისანო...“
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ – 1 გზის.
ტროპარი წმ. ეკატერინესი: „ტარიგი შენი იესუ...“ (ჴმა IV). „დიდება“ წმ. მერკვირისა: „მოწამემან შენმან...“ „აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV)
ჟამებზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: დღესასწაულისა VII და VIII გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით), წმ. ეკატერინესი VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა, დღესასწაულისა, წმ. ეკატერინესი, წმ. მერკვირისა; კონდაკები: - ტაძრისა, წმ. ეკატერინესი. „დიდება“ - წმ. მერკვირისა, „აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა, წმ. ეკატერინესი, წმ. მერკვირისა; კონდაკები: - წმ. ეკატერინესი, „დიდება“ - წმ. მერკვირისა, „აწ და“ - დღესასწაულისა;
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა, ტაძრისა, წმ. ეკატერინესი, წმ. მერკვირისა; კონდაკები: - ტაძრისა, წმ. ეკატერინესი, „დიდება“ - წმ. მერკვირისა, „აწ და“ - დღესასწაულისა;
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოწამეთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა.
წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: „რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.
წარდგომა (ჴმა IV): „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა ღმერთი ისრაილისა“.
ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი“.
მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი“.
ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი უფლისა მიმართ, და უფალმან ისმინა მათი“.
განიცადე: „სასმელი ცხოვრებისაჲ მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ანგელოზთა რა იხილეს შესვლა...“ და IX გალობის ძლისპირი: „კიდობანსა მას შჯულისასა...“