უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

შენიშვნა: კალენდარში მღვდელმოწამეთა საკითხავები არ არის მითითებული.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - - - - -  არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: ყოვლადწმიდა ღმრთისშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის წარგზავნა შეერთებული „ორი წმიდის” მსახურებასთან.

 

შენიშვნა: ათთორმეტთაგანი დღესასწაულის წარგზავნა აღესრულება “დიდებამაღალიანის” (III რანგი) მსახურებით და ყოველივე იგალობება დღესასწაულისა. სადღესასწაულოში მოცემული მითითების მიხედვით კი, დღესასწაულის საკითხავებთან ერთად არ არის დატევებული მღვდელმოწამე კლიმენტის და პეტრე ალექსანდრიელის საკითხავები.

 

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამისა. 

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-15.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება IV ჴმაზე).         

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა IV, იხ. თვით დღესასწაულის მწუხრში, ძვ. სტ. 21 ნოემბერი), წმ. კლიმენტისა - 3 მუხლი (ჴმა II). „დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა: „შემდგომად შობისა...“ (ჴმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.  

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა: „მოვედით დღეს...“ (ჴმა VI, იხ. ძვ. სტ. 21 ნოემბერი).

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:                          

ტროპარი წმიდათა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV).

შენიშვნა: ჟამნში მოცემულია ტროპარი წმ. კლიმენტისა და ტროპარი ორივე წმიდა მამისა საერთო, აგრეთვე ცალ-ცალკე კონდაკები წმ. კლიმენტისა და წმ პეტრესი და საერთო კონდაკიც.

„დიდება“ „აწ და“ - ტროპარი დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“ - წმიდათა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV), „აწ და“ - დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20. 

_ რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა – დღესასწაულისა (ძვ. სტ. 25 ნოემბერს გამეორებულია 21 ნოემბრის - თვით დღესასწაულის საკითხავები). „დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - დღესასწაულის II კანონი - 6 მუხლად (ძლისპირი - 2 გზის).

II კანონი - წმ. კლიმენტის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - წმ. პეტრესი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „ქრისტეს შობასა ვადიდებდეთ...“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი წმიდათა: „ეკლესიისა შეურყეველნო...“ (ჴმა IV), წარდგომა წმ. კლიმენტისი: „აღმობრწყინდი ვითარცა მზისა...“ (ჴმა IV). „დიდება“ - წმ. პეტრესი: „ზეცისა მსაჯულსა...“ (ჴმა VIII), „აწ და“ - დღესასწაულის: „უბიწო ტარიგი...“ (ჴმა IV).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ - არ იგალობება IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“ (მითითებები იხ. ძვ. სტ. 25 ნოემბერს).

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).

_ „განმანათლებელი“ წმიდათა: „დღეს ბრწყინვალე...“. „დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა: „რომელიცა პირველად...“.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლი: დღესასწაულის - 3 მუხლი, წმ. პეტრეს - 3 მუხლი. „დიდება“ - წმ. პეტრესი: „ხელითა ღმრთისათა...“ (ჴმა IV), „აწ და“ - დღესასწაულისა: „დღეს ტაძრად მიიყვანების...“ (ხმა VII).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი წმიდათა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV).           

 

ჟამებზე:  

_ ტროპარები: დღესასწაულისა და წმიდათა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: დღესასწაულის ორივე კანონის IX გალობიდან - 8 მუხლი (I კანონი ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად:

ტროპარები: - დღესასწაულისა, წმიდათა; კონდაკები: „დიდება“ - წმიდათა, „აწ და“ - დღესასწაულისა;

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და წმიდათა.

სამოციქულო და სახარება - დღისა, დღესასწაულისა და წმიდათა.

 

წარდგომა: (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.

მუხლი: „რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.

წარდგომა (ჴმა III): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი“.

მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი“.

ალილუია (ჴმა II): „მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმინდანი შენი იხარებდნენ“.

განიცადე: „სასმელი ცხოვრებისაჲ მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.

განიცადე: „საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ანგელოზთა რა იხილეს შესლვაჲ...“ და IX გალობის ძლისპირი: „კიდობანსა მას შჯულისასა...“.