უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

შენიშვნა: რიგის სამოციქულო ემთხვევა ღირსი მამის სამოციქულოს და რადგანაც ტიპიკონის მიხედვით “მცირე წმიდის” მსახურებისას მხოლოდ დღის სამოციქულო და სახარება იკითხება, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მხოლოდ ერთი სამოციქულოს და სახარების წაკითხვა.

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (ღირსისა).

კვირის ციკლისა - - - - - -  პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შაბათს „მცირე წმიდის” (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და წმიდათა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ” 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო, ღაღად-ვყავ” (იგალობება I ჴმაზე).

_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: ღირსისა - 6 მუხლი (ჴმა I). „დიდება“ - ღირსისა: „შენ, მონაზონთა სიქადულო...“ (ჴმა IV), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „ყოვლისა სოფლისა დიდებასა...“ (ჴმა I).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან (მოწამეთას მუხლები „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა დასდებლებიდან _ 3, ჟამნის ჩასართავებით)

- „შენდამი აღვიხილენ თუალნი..“.

- „მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ...“.

„დიდება“ - ღირსისა: „რაჲმე სახელ-გდვათ, ნეტარო...“ (ჴმა IV), „აწ და“ ღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო...“ (ჴმა IV).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:

ტროპარი ღირსისა: „სუეტ მოთმინებისა ქმნილი...“ (ჴმა I). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).

ტროპარი ღირსისა: „სუეტ მოთმინებისა ქმნილი...“ (ჴმა I). 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I).

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.  მე-17 კანონის დროს აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა: „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა“.

- შემდგომად II სტიქოლოღიის წარდგომისა: „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში

I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი – ღირსისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, საზიარო თვენიდან).

III კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).

 

რომელიმე წმიდის სახელობის ტაძარში

I კანონი – ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის, საზიარო თვენიდან).

II კანონი – ტაძრის წმიდისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).

_ კატავასია: მოწამეთა კანონის ძლისპირები (პარაკლიტონიდან, მხოლოდ III, VI, VIII და IX გალობების შემდეგ).

_ „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა ღირსისა: „მოღუაწებისა ზეთითა...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი ღირსისა: „ვითარცა სათნოებათა მიზეზსა...“ (ჴმა VIII).

შენიშვნა:  საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა)

_ „განმანათლებელი“ შაბათისა. „დიდება“ - ღირსისა: „იწროჲ გზაჲ მოღუაწებისაჲ...“ (ჴმა I), „აწ და“ ღმრთისმშობლისა შაბათისა..

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე). „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“.

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი (მოწამეთა, „აქებდითსა“-ზედა დასდებლებიდან), რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა იქვე.

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.

ტროპარი ღირსისა: „სუეტ მოთმინებისა ქმნილი...“ (ჴმა I). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ზესთა სიტყვისა...“ (ჴმა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_  „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: ღირსის კანონის (საზიარო თვერნიდან) III გალობიდან _ 4 მუხლი, პარაკლიტონიდან „მომიხსენენი“ - 4 მუხლი.

შენიშვნა: შესაძლებელია „მომიხსენენი“ წავიკითხოთ 6 მუხლად პარაკლიტონიდან (ანუ დავუტეოთ წმიდის კანონიდან საკითხავები) ან აღვასრულოთ „ყოველლდღიური ანტიფონები“.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“, ღირსისა. კონდაკები:  - ტაძრისა, ღირსისა. „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“ „აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა..“

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: -  შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“, ღირსისა. კონდაკები:  - ღირსისა. „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე – ღირსისა და დღისა.

სამოციქულო და სახარება – ღირსისა და დღისა.

 

წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი ღირსთა მისთა“.

მუხლი: "რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“.

წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.

ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, და მცნებათა მისთა ინებოს ფრიად“.

მუხლი: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი“.

ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.

შენიშვნა:  I რანგის მსახურებისას მხოლოდ დღის სამოციქულო იკითხება. თუ აჩვენებს წმიდის საკითხავს, მაშინ წაიკითხება დღის და წმიდის სამოციქულოები (შაბათს ჯერ წმიდის, შემდეგ დღის). ასეთ შემთხვევაში „ალილუია“ მხოლოდ წმიდისა ითქმის.. სამოციქულოში არ აჩვენებს ღირსი ალვიპის საკითხავს. უპირატესის გადაწყვეტილებით, თუ მხოლოდ დღის სამოციქულოს წავიკითხავთ, შესაბამისად წარდგომა, ალილუია და განიცადეც მხოლოდ დღისა ითქმის.