უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

შენიშვნა: რიგის და წმიდის სამოციქულოები ემთხვევა, შესაბამისად მხოლოდ ერთი სამოციქულო წაიკითხება, სახარება კი _ ორი.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება – სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა  - - - -  ჟამნიდან.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: კვირის “ღამისთევის” მსახურება „ექვსიანის” (II რანგი) მსახურებასთან შეერთებული.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ “მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ” - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი” - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა II), აღმოსავლური - 3 მუხლი, დიდმოწამისა - 4 მუხლი ( პირველი მუხლი 2-გზის, ჴმა II). „დიდება“ დიდმოწამისა: „საკვირველ-იქმენ...“  (ჴმა V), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „წარხდა სახე ჰსჯულთა...“ (ჴმა II).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა). „დიდება“ დიდმოწამისა: „სარწმუნოებით შემოკრებულთა დღეს...“ (ჴმა VIII), „აწ და“ ღმრთისმშობლისა აღდგომისა („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII).

_ „აწ განუტევე“.            

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს შთახედ...“ - 2-გზის (ჴმა II), ტროპარი დიდმოწამისა: „მოწამემან შენმან, უფალო...“ ან „ტანჯვათა მათ უცხოთა...“ (ჴმა IV), „აწ და“ ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან..“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.       

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა - პარაკლიტონიდან, „დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.

- შემდგომად II სტიქოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი  საკვირველებაი შენი“.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი.

_ აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.

_ იპაკო და ანტიფონები (ჴმა II).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „განიღვიძე უფალო, ღმერთო ჩემო ბრძანებითა მით რომელ ამცენ და კრებული ერთა გარე მოგადგეს შენ“ (ჴმა II).

მუჴლი: „უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე“.

_ საცისკრო სახარება: სახ. V, ლკ. 113 დას. XXIV, 12-35.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ – „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“, „აწ და“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „აღდგა რა იესო განთიად...“               

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირით).

II კანონი ჯვარაღდგომისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი ღმრთისმსობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

IV კანონი დიდმოწამისა – 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია – „ქრისტეს შობასა ვადიდებდეთ...“

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III  გალობისა): - კონდაკი და იკოსი  დიდმოწამისა.

- წარდგომა დიდმოწამისა: „ახლად გამოჩინებული ვარსკულავი...“ 2გზის.

 „დიდება“, „აწ და“- მისივე: „შთავვარდი მე ცოდვასა შინა...“.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა II).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.

_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (V). „დიდება“ _ „განმანათლებელი“ დიდმოწამისა: „ვითარცა ვაზი განსხლული წამებითა...“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (V).

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად - აღდგომისა (ჴმა II). „დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (V), „აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი ლუწი ხმისა.

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა II)  და დიდმოწამისა.

_ კონდაკი: აღდგომისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“: მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი, დიდმოწამის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპრები: - აღდგომისა, დიდმოწამისა. კონდაკები:  - აღდგომისა, „დიდება“ - დიდმოწამისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

 

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა, ტაძრისა, დიდმოწამისა. კონდაკები:  - აღდგომისა. „დიდება“ - დიდმოწამისა, „აწ და~ - ტაძრისა.

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა; ტაძრისა. დიდმოწამისა. კონდაკები:  - აღდგომისა, ტაძრისა. „დიდება“ - დიდმოწამისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...~

 

წარდგომა და ალილუია – აღდგომისა  და დიდმოწამისა.

სამოციქულო და სახარება – დღისა  და დიდმოწამისა.

განიცადე _ კვირისა და დიდმოწამისა.

 

წარდგომა (ხმა II): „ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი, და მეყო მე იგი მაცხოვარ“.

მუხლი: „სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკვდილსა არა მიმცნა მე“.

წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა რომელნი არიან ქვეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.

ალილუია (ხმა II): „შეისმინენ შენნი უფალმან, დღესა ჭირისა შენისასა შემწე გეყავნ შენ სახელი ღვთისა იაკობისი“.

მუხლი: „უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩვენი დღესა მას, რომელსა გხადოდით შენ“.

ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნნა იგინი“.

განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და აუვარებდით სახენებელსა სიწმიდისა მისისასა“.