საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ექვსიანის“ (II რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა II) და დიდმოწამისა.
_ კონდაკი: აღდგომისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - არ აღესრულება.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VI ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები 6 მუხლად: ღირსმოწამისა - 6 მუხლი (ჴმა VI). „დიდება“ მისივე: „სიჩჩოთგან ღმრთისა შეევედრე...“ (ჴმა VI), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „მთავარანგელოზისა ხმასა უღაღადებდეთ...“ (ხმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“
„დიდება“ ღირსმოწამისა: „რომელი ხატითა დაიცევ...“ (ჴმა VIII), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „გაბრიილ მთავარანგელოზისა ხმასა...“ (ხმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი ღირსმოწამისა: „მარხვითა იღუვაწე პირველ...“ (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი აღიზარდე ტაძარსა შინა...“ (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი ღირსმოწამისა: „მარხვითა იღუვაწე პირველ...“ (ჴმა IV) 2-გზის, „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი აღიზარდე ტაძარსა შინა...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან, „დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“.
- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „მიწყალე მე ღმერთო, რამეთუ უძლურ ვარ განმკურნე მე“.
- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა უფალო, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).
II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ღირსმოწამისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ ღირსმოწამისა კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა ღირსმოწამისა: „სისხლი შენი ბრძენო...“ (ჴმა VIII), „დიდება“„მოღვაწებითა განბრწყინდი...“, აწ და“ მისივე: „უსძლოო წმიდაო ღმრთისმშობელო...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი ღირსმოწამისა (ჴმა VIII).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა, „დიდება“ ღირსმოწამისა: „მოღვაწებისა წყლულებითა...“, „აწ და“ მისივე „გამოუთქმელად მშობელ...“
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე), „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა II).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ – 1 გზის.
ტროპარი მოწამეთა: „მარხვითა იღუვაწე პირველ...“ (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „ვითარცა ყოველთა დაბადებულთა...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: ღირსმოწამისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: პარაკლიტონიდან - 4 მუხლი, ღირსმოწამის III გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპრები: - ტაძრისა, შვიდეულის დღისა, ღირსმოწამისა. კონდაკები: - შვიდეულის დღისა, ღირსმოწამისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპრები: - შვიდეულის დღისა, ტაძრისა, ღირსმოწამისა. კონდაკები: - შვიდეულის დღისა, ტაძრისა, ღირსმოწამისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსმოწამისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსმოწამისა.
წარდგომა (ჴმა VIII): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.
მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.
წარდგომა (ჴმა VIII): „იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა, და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა“.
ალილუია (ჴმა V): „აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.
მუხლი: „რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.
ალილუია (ჴმა VIII): „ნეტარ არს კაცი რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთან ინებოს ფრიად“.
განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.
განიცადე: „საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.