საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანის” (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: ღირსმოწამისა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ “ნეტარ არს კაცი” - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება VIII ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად: მღვდელმოწამისა - 8 მუხლი (ჴმა VIII), „დიდება“ მღვდელმოწ.: „დღეს უსამღდელოესმან...“ (ჴმა IV), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი იგი...“ (ჴმა IV)
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 მღვდელმოწამისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მღვდელმოწამისა (თავისი ჩასართავებით) (ჴმა I), „დიდება“ მღვდელმოწ.: „ნათლითა საღმრთოჲსა...“ (ჴმა V), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ტაძარი ხარ...“ (ჴმა V).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი მღვდელმოწამისა: „აწ განსცხრებოდე...“ (ჴმა IV), „დიდება“„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითაგნ...“ (ჴმა IV).
დიდი ცისკრი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი მღვდელმოწამისა: „აწ განსცხრებოდე...“ 2-გზის (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: მღვდელმოწამისა, „დიდება“ „აწ და“ მისივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ მღვდელმოწამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: „საღმრთოითა სიტყვათა...“, „დიდება“ „აწ და“ მისივე: „განეცხადების საიდუმლო...“.
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“ (ჴმა IV). მუხლი: „რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისათვის, რომელი ესე მომაგო მე“.
_ საცისკრო სახარება: მთ. 37 დას. X, 22-31.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მღვდელმოწამისა აბიბოსისაჲთა...“, „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისაჲთა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „დღეს უსამღდელოესმან...“ (სადღესასწაულოდან).
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი - 2 გზის).
II კანონი - მღვდელმოწამისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „ქრისტეს შობასა...“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მღვდელმოწ.: „მირონითა პატიოსნითა...“ (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და“ მისივე: „ცოდვის-მოყვარე ესე...“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი მღვდელმოწამისა (ჴმა IV).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მღვდელმოწ: „საღმრთოჲ იგი...“ 2-გზის, „დიდება“ „აწ და“ მისივე: „ხატისა შენისა...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მღვდელმოწამისა - 4 მუხლი, „დიდება“ მისივე: „აბიბოს მწყემსი...“ (ჴმა IV), „აწ და“ მისივე: „ქალწულმან ბეთლემს...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მღვდელმოწამისა: „აწ განსცხრებოდე...“ (ჴმა IV), „დიდება“„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“(ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითაგნ...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: მღვდელმოწამისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: მღვდელმოწამის III და VI გალობებიდან 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა, მღვდელმოწამისა. კონდაკები: „დიდება“ - მღვდელმოწამისა, „აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა, მღვდელმოწამისა. კონდაკები: - ტაძრისა, „დიდება“ - მღვდელმოწამისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მღვდელმოწამისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მღვდელმოწამისა.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.
მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.
წარდგომა (ჴმა VIII): „იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა, და იხრებდენ სარეცელსა ზედა მათსა“.
ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.
მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.
ალილუია (ჴმა II): „მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ (განიცადე - დღისა და მღვდელმოწამისა ერთმანეთს ემთხვევა).