უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი წმ. ვახტანგ გორგასლის განგებიდან.

კვირის ციკლისა - - - - - - -  არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს “ორი დიდი წმიდის”  (V რანგი) მსახურება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: მღვდელმოწამისა.

 

დიდი მწუხრი: 

_ “მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ” - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი” - I კანონის I ანტიფონი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება IV ხმაზე).        

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ”-სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად: მოციქულისა - 4 მუხლი (ხმა IV), მეფისა - 4 მუხლი:

- “დაღათუ იყავ ასაკითა უსრული, უმაგალითო სიმჴნჱ აჩუენე და თჳთ წარუძეღ ლაშქარსა წინამბრძოლსა, გარნა არა ძალითა თჳსითა იქადოდი, არამედ ძალითა ღმრთისაჲთა, და ვითარცა დავით გოლიათს, ეგრეთვე შენცა მძლე ექმენ სხუათა უმე-ტეს ბუმბერაზთა, ოვსთა - თარხანსა და ბაყათარსა, შემდგომ აღუზახე სპათა თჳსთა და ბრძოლათა შინა უსასტიკესთა სძლე რაჲ ოვსთა და ხაზართა, მათ მიერ წარტყუენილი დაჲ შენი გამოიჴსენ, ახოვანო, და დიდებაჲ მიეც სამებასა წმიდასა” 2-გზის.

- “გერწმუნა რაჲ საყდარი მამა-პაპათაჲ, გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და მეუფედ და ქუელისმოქმედად და მჴსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმწიფებათა, ამისთჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუარჱ იგი მეფობაჲ შენი, ახოვანო მეფეო ვახტანგ! იესუ ყოვლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან”.

- “ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისაჲთა, სწორუპოვარო მეფეო ქართველთაო, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რაჲთა შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელ-მან სულთა ჩუენთამან”.

“დიდება” მოციქულისა: “თევზთა იგი ნადირობა დაუტევე...” (ჴმა IV), „აწ და“ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი იგი შენ მიერ...“ (ჴმა IV).

_ შესვლა საცეცხლურით.         

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - მოციქულისა - 2 და მეფისა - 1  (სადღესასწაულოდან, იხ. ძვ. სტ-ით 21 მაისი).

_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა და მოციქულისა, „დიდება“ მოციქულისა: „ქრისტეს ქადაგსა...“ (ჴმა VIII), „აწ და“ მისივე: „დედოფალო შეიწირე...“ (ჴმა VIII).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოციქულისა.

„დიდება“ მეფისა: „უფლისა მიერ კურთხეულო და სვეამაღლებულო ჴელმწიფეო, გიხაროდენ, განუშორებელ არს შენგან მარადის წყალობაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბაჲ აღგისრულებიეს და სარწმუ-ნოებაჲ დაგიმარხავს საქმითა კეთილითა განსრულებული, ამისთჳსცა მიითუალე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, უძლეველო მეფეო ვახტანგ გორგასალო, რომელი მოგანიჭა შრომათა წილ შენთა წმიდათა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“ (ჴმა II).

„აწ და“ წინადღესასწაულისა: „იოსებ გვითხარ ჩვენ...“

_ „აწ განუტევე“.                                          

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:                          

- ტროპარი მოციქულისა: „ვითარცა მოციქულთა...“ (ჴმა IV) – 2-გზის.

- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 1-გზის.

_ პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი მოციქულისა: „ვითარცა მოციქულთა...“ (ჴმა IV) 2-გზის.

„დიდება“ მეფისა: „ძლევანი ყოვლად დიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნითა განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღუაწლითა შენითა განაშუენე, და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ ჩუენ ცოდვილთა“ (ხმა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.   

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - მოციქულისა, „დიდება“ „აწ და“ მისივე.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ მოციქულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“ მოციქულისა: „მოციქულსა ქრისტესსა...“, „დიდება“„აწ და“ მისივე: „რომელთა უეჭველი...“ (სადღესასაულოდან).

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ყოვველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (ჴმა III). მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

_ საცისკრო სახარება: მთ. 9 დას. IV, 18-23.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მოციქულისა...“„აწ და“  - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „ქრისტეს ქადაგსა...“

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 1 გზის) (სადღესასწაულოდან).

II კანონი მოციქულისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (სადღესასწაულოდან).

III კანონი მეფისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - „ქრისტეს შობასა“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

„უგალობდითსა“ - I ოდა (გალობა I)

- „მცნებანი ღმრთისანი, ვითარცა ქუეყანამან რჩეულმან შეიწყნარენ, და მართლმორწმუნენი შეიყუარენ, ხოლო ცეცხლისმსახურნი განასხენ და საცეცხლურნი მათნი დაშრიტენ“.

- „ვედრებად შენდა არა დავსცხრებით, მსწრაფლშემწეო ჩუენო ჴელმწიფეო, და მოვივლტით პატიოსანსა ხატსა შენსა წმიდასა და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა მარადის, დიდებულო“.

„დიდება“ – „ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა შემწე სარწმუნოებისაჲ მჴნჱ, ესრეთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა“.

„აწ და“ – „ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდიდ-შემოსილისა ცოდვისათა, მიჴსენ შუამდგომელობითა შენითა, ღმრთისმშობელო“.

„განძლიერდასა“ - III ოდა (გალობა III)

- „შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ-მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და გიღაღადებთ“.

- „დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ: ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, ვახტანგ გორგასალო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად“.

„დიდება“ – „დიდ-არს ძლევაჲ ბრწყინვალჱ, რომელი აჩუენე ჴორცთა შინა მყოფმან, ვითარცა უჴორცომან, რამეთუ ქრისტჱსთჳს გსუროდა სიკუდილი, რომლითა მიხვედ უკუდავებად და სიხარულითა ღუაწლისა შენისაჲთა ეკლესიაჲ შუენიერად მეწამულ-ყავ“.

„აწ და“ - მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯისა მიჴსენ და მაცხოვნე მე“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი: „ღუაწლი კეთილი მოიღუაწე სრულითა სარწმუნოებითა ქრისტჱსითა და ცეცხლმსახურნი განასხნენ საღმრთოჲთა გულს-მოდგინებითა, ხოლო კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენე ეკლესია-მონასტერნი და განამაგრე ციხენი და ქალაქნი უბრძოლველნი, დიდებით დიდებულო, ვინაჲცა გჳრგჳნი სიმართლისაჲ ღირსად მიიღე და მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა შეიწირე, მას ევედრე ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და საფრჴეთაგან მტერისაჲთა, რომელნი გიღაღადებთ: გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო“.

- იკოსი: „ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათჳს ერისა შენისაო და გაძლიერებისათჳს იბერიისაო, რომელმან ერსა შენსა გვიქადაგე და განგვიჩინე: „მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდეგით და ეძიებდით ქრისტჱსთჳს სიკუდილსა“, ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა სამეუფოსა, რაჲთამცა მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა შენითა და ვიტყოდეთ ძალისაებრ ჩუენისა: გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო“.

_ წარდგომა მოციქულისა: „ვითარცა პირველ...“ (ჴმა VIII).

„დიდება“ მეფისა: „ვითარცა კლდჱ და გოდოლი მტკიცჱ და ურღვეველი ზახებასა მტერთასა არა შეშინდი, არამედ მძლავრთა უშჯულოებანი განაქიქე და მბრძოლთა მტერისაჲთა ცხადად არცხვინე, ხოლო მოიკალ რაჲ ჴელითა სპარსთაჲთა, ზეცისა მჴედრობათა თანა ბრწყინვალედ განშუენებული ქრისტესა წარმოუდეგ. ევედრე მას შეწყალებად სულთა ჩუენთა“.

„აწ და“ მოციქულისა: „გიხაროდენ საყდარო...“

„უფალო მესმასა“ - IV ოდა (გალობა IV)

- „ვითარცა მამასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ, ახოვანო მეფეო ვახტანგ, და სარწმუნოებითა გიღაღადებთ: მოგჳჴსენენ საწადელისა შენისა ქრისტჱს თანა“.

- „ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე, გევედრებით, სიწმიდითა შენითა“.

„დიდება“ – „რომელმან სიმჴნჱ საკჳრველი აჩუენე და მრავალღონჱ იგი სივერაგჱ მტერისაჲ დაამჴუე, აწ მაღალთა მათგან სავანეთა მოგუჴედენ, ახოვანო, და წინაშე ღმრთისა შეგვეწიე“.

„აწ და“ – „ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო~.

„ღამითგანსა“ - V ოდა (გალობა V)

- ჰმატდი შენ მრავალთა ჴელმწიფეთა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა დიდებულო, რომლისათჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუფემან და მოგანიჭა ლხინებაჲ საუკუნოჲ“.

- „დიდებულებაი შენი ვინმე მიუთხრნეს, მეწამულად სისხლითა განბრწყინებულო, ღირსო წამებისაო, მეფეო ვახტანგ გორგასალო, რამეთუ დასთხიე სისხლი შენი ქრისტჱსთჳს და არა ჰრიდე თავსა შენსა მისთჳს“.

„დიდება“ - აწ ითხოვე ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაჲ“.

„აწ და“ - მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო, რაჲთა გარდამოგვივლინოს სიმრავლჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ“.

„ღაღადყავსა“- VI ოდა (გალობა VI)

- „მხიარულ ჰყოფს ცნობასა შემსხმელთა შენთასა სიმჴნჱ შენი, და აცისკრებს გონებასა ახოვნებაჲ სულისაჲ და სიმრთელჱ ცნობისაჲ, და სიმტკიცჱ გონებისა შენისაჲ, აწ ცისკროვან -ყავ, კურთხეულო მეფეთა შორის, გონებაჲცა ჩუენი“.

- „ჭირნი სიმართლედ უხრწნელად და სიკუდილი უკუდავებად შეგეცვალა შენ და ვნებანი ზიარყოფად ვნებათა ქრისტჱსთა, რომელმანცა მკჳდრგყო უსხეულოთა თანა, მეოხ-გუეყავ მგალობელთა შენთა“.

“დიდება” –  “ზეცისა მხედრობათა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგვიხუენ ოხითა შენითა”.

“აწ და”- “განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაჲთა, მძჳნვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო~.

_ შემდგომად “ღაღადყავსა” (VI გალობისა): კონდაკი და იკოსი მოციქულისა ჴმა II).

კურთხეულარსსა~ - VII ოდა (გალობა VII)

- „მოგწყლეს რაჲ ბრძოლასა შინა სპარსთა, დამძიმდი ფრიად სიკუდიდ, მჴნეო და ღირსო მოწამეობისაო, და ამცნე სახლეულსა შენსა და ერსა, რაჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდენ ქრისტჱსთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რაჲთა მოიგონ წარუვალი დიდება“.

- „ოდეს აღესრულე უჯარმასა, უძლეველო წინამბრძოლო ერისა ჩუენისაო, პატიოსანი გუამი შენი დაკრძალეს „დედასა ყოველთა ეკლესიათასა სუეტიცხოველსა“, გარნა ძალითა ქრისტჱსითა სიკუდილისა შემდგომადცა ყოველთა მვედრებელთა შენთა მიჰმადლებ უხვსა საბოძვარსა წყაროჲსაგან ულევისა მადლისა“.

„დიდებაჲ“ – „კუართი შენი წმიდაჲ ძოწეულ-ყავ სისხლითა მეწამულითა, და შეიმოსე იგი სიწმიდით, კეთილმსახურო მართალო და დიდო მეფეო, წმიდაო ვახტანგ გორგასალო, და ქრისტესა მეუფისა თანა იხარებ და გჳრგჳნითა უხრწნელებისაითა შემკობილი უჴორცოთა თანა ადიდებ“.

„აწ და“ – „ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა, მოწყალებისა მომართ შენისა მოჳვლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო~.

„აკურთხევდითსა“ - VIII ოდა (გალობა VIII)

- „ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, ახოვანო, და სირცხვილეულ-ყვენ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, და წადიერებითა და სურვილითა მას უგალობდი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.

- „ვახტანგ, მეფეო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგალობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.

ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა.

- „რომელი გჳრგჳნითა მეფობისაითა და პორფირითა მარტვილობისაჲთა იდიდე, ძლევითა და განმარჯუებითა აღსავსეო, და მოიღე შარავანდედი წარუვალისა მეფობისაჲ, შენდამი კეთილმსახურებითა მოლტოლვილნი აწ შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა და განწმედაჲ გვითხოვე ჩუენ და მშჳდობა“.

„აწ და“ – „თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლვითა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, გონებაჲ და გული მრავალხატითა აღშფოთებული დაამშჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

„ადიდებდითსა“ - IX ოდა (გალობა IX)

- „ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმაჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა“.

- "ჰოი, ძალითა ქრისტჱსითა ძლევაშემოსილო, ითხოვე მისგან მგალობელთა შენთათჳს გამოჴსნაჲ ღელვათაგან მძჳნვარეთა, რომელთა აღგჳძრავს მტერი იგი მოშურნჱ, არამედ შენითა ვედრებითა დაჴსენ ეშმაკი საცთური და ღირს-გვყვენ შენთანა სიხარულსა დაუსრულებელსა“.

„დიდებაჲ“ – „საგალობელ არს ყოვლად წმიდაჲ ღუაწლი შენი, და სახელი შენი დიდსაქებელ, რომელი ცათა შინა განისუენებ, და მჴედრობათა თანა ანგელოზთასა წინაშე მეუფისა სდგა, მცირედ მანდაჲთ გარდამოხედ ჩუენდა მომართ და იხილე, რაჲსა ესე აღვასრულებთ, და შეიწყნარე სიგლახაკჱ სიტყუათა ჩუენთა“.

„აწ და“ – „ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მიჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ მოციქულისა: „სიტყვა პირველ...“, „დიდება“ მისივე: „კერპთა მძვინვარება...“, „აწ და“ მისივე: „გიხაროდენ საყდარო...“

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად: მოციქულისა - 3 მუხლი, მეფისა - 3 მუხლი, „დიდება“ მოციქულისა: „ქრისტეს ქადაგსა...“ „აწ და“ მისივე: „ბეთლემ ღმრთისა...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი მოციქულისა: „ვითარცა მოციქულთა...“ (ჴმა IV), „დიდება“ მეფისა: „ძლევანი ყოვლად დიდებულნი...“ (ხმა IV), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: მოციქულისა და მეფისა.

_ კონდაკი: მოციქულისა და მეფისა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ „ნეტარებების გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“- 8 მუხლად: მოციქულის III გალობიდან - 4 მუხლი. მეფისა VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი `დიდება~ `აწ და~ - თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, მოციქულისა, მეფისა. კონდაკები: - მოციქულისა „დიდება“ - მეფისა, „აწ და“ - ტაძრისა.

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები:  - მოციქულისა, მეფისა, კონდაკები: - მოციქულისა, „დიდება“ - მეფისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

 

წარდგომა, სამოციქულო, ალილუია, სახარება და განიცადე - მოციქულისა და მეფისა.

 

წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

წარდგომა (ჴმა IV): „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“.

ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.

მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.

ალილუია (ჴმა I): „უფალო ძალითა შენითა იხარებდეს მეფე და მაცხოვარებითა შენითა იშვებდეს ფრიად“.

განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის".