უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - - - - საზიარო თვენიდან (წინასწარმეტყველისა).

კვირის ციკლისა  - - - - - - - - - -  პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა  - - - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის” (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი: მოციქულისა და მეფისა.

_ კონდაკი: მოციქულისა.

 

 მწუხრის ჟამი:

_ “მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება.     

_ “აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.                  

_ რიგითი კანონი - არ აღესრულება.

_ “უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება II ჴმაზე).

_ “უფალო ღაღად-ვჰყავ”-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ჴმა II), წინასწარმეტყველისა - 3 მუხლი (ჴმა IV), „დიდება“ წინასწარმეტყველისა: „გიხაროდენ ჭურო...“ (ჴმა V), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.  

_ დღის წარდგომა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: შვიდეულის დღის 3 მუხლი, რომელსაც ჩაერთვის 2 მუხლი ჟამნიდან:

„შენდამი აღვიხილენ...“

„მიწყალენ ჩვენ უფალო...“     

„დიდება“ წინასწარმეტყველისა: „დიდებისა უოხჭნოისა...“ (ჴმა I), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ჴმა II), „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით) (ჴმა II).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ჴმაზე).

ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ჴმა II) - 2გზის, „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „უფროსად კურთხეულ ხარ...“ (ჴმა II).

_ რიგითი კანონები: მე-13, მე-14 და მე-15.

_ რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან, „დიდება“ „აწ და“ მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1 გზის) - 6 მუხლად.

II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.

III კანონი წინასწარმეტყველის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.

_ კატავასია: III, VI, VIII და IX გალობების შემდგომ წინასწარმეტყველის კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა წინასწარმეტყველისა: „იქმენ უბიწოო...“, „დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი წინასწარმეტყველისა: „განათლდა სულითა...“ (საზიარო).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა, „დიდება“ წინასწარმეტყველისა: „ღმრთისა სიბრძნე...“, „აწ და“ შვიდეულის დღისა.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე), „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: შვიდეულის დღის 3 მუხლი, რომელსაც ჩაერთვის 2 მუხლი ჟამნიდან:

„აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

„და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა II).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.

ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ჴმა II), „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით) (ჴმა II).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: წინასწარმეტყველისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“ (იხ. სამოციქულოს ბოლოში).

 შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, შვიდეულის დღის, რიგის წმიდისა. კონდაკები: - შვიდეულის დღის, რიგის წმიდისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღის, ტაძრისა, რიგის წმიდისა. კონდაკები: - შვიდეულის დღის, ტაძრისა, რიგის წმიდისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“ „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა.

 

წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

წარდგომა (ჴმა IV): „შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა“.

ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.

მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.

ალილუია (ჴმა V): „მოსე და აჰრონ მღუდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი

ხადიან სახელსა მისსა“.

განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის