საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (წინასწარმეტყველისა).
კვირის ციკლისა - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „მცირე წმიდის” (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: მღვდელმთავრისა.
მწუხრის ჟამი:
_ “მოვედით თაყვანის-ვსცეთ” 3-გზის - იკითხება.
_ “აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-15 (წინა დღეს დატევებული კანონი).
_ “უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება IV ჴმაზე).
_ “უფალო ღაღად-ვჰყავ”-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: წინასწარმეტყველისა - 6 მუხლი (ჴმა IV), „დიდება“ - წინასწარმეტყველისა: „გიხაროდენ ჭურო...“ (ჴმა I), „აწ და“- ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „წარხდა სახე სჯულთა მათ...“ (ჴმა II).
შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან (მოწამეთას მუხლები „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა დასდებლებიდან _ 3, ჟამნის ჩასართავებით)
- „შენდამი აღვიხილენ თუალნი..“.
- „მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ...“.
„დიდება“ - წინასწარმეტყველისა: „დიდებისა უოხჭნოისა...“ (ჴმა I), „აწ და“ ღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „ჭეშმარიტად უზეშთაეს...“ (ჴმა I).
_ „აწ განუტევე“.
შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ჴმა II), „დიდება“ „აწ და“ _ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „ყოველივე საიდუმლო შენი...“ (ჴმა II).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ჴმაზე).
ტროპარი წინასწარმეტყვ.: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ჴმა II) 2-გზის, „დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „ყოველივე საიდუმლო შენი...“ (ჴმა II).
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის დროს აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან, „დიდება“, „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა: „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა“.
- შემდგომად II სტიქოლოღიის წარდგომისა: „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში
I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – წინასწარმეტყველისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, საზიარო თვენიდან).
III კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).
რომელიმე წმიდის სახელობის ტაძარში
I კანონი – წინასწარმეტყველისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის, საზიარო თვენიდან).
II კანონი – ტაძრის წმიდისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).
_ კატავასია: მოწამეთა კანონის ძლისპირები (პარაკლიტონიდან, მხოლოდ III, VI, VIII და IX გალობების შემდეგ).
_ „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა წინასწარმეტყველისა: „იქმენ უბიწოო...“ (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი წინასწარმეტყველისა: „იქმენ შენ საღმრთოთა...“ (ჴმა IV).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა)
_ „განმანათლებელი“ წინასწარმეტყველისა: „ღმრთისა სიბრძნე...“ (ჴმა IV), „დიდება“ - „განმანათლებელი“ შაბათისა, „აწ და“ ღმრთისმშობლისა შაბათისა..
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე), „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი (მოწამეთა, „აქებდითსა“-ზედა დასდებლებიდან), რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა იქვე.
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.
ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ჴმა II), „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ კეთილ არსზე (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „წმიდაო დედაო უხრწნელისა ნათლისაო...“ (ჴმა II).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: წინასწარმეტყველისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: წინასწარმეტყველის კანონის (საზიარო თვერნიდან) III გალობიდან _ 4 მუხლი, პარაკლიტონიდან „მომიხსენენი“ - 4 მუხლი.
შენიშვნა: შესაძლებელია „მომიხსენენი“ წავიკითხოთ 6 მუხლად პარაკლიტონიდან (ანუ დავუტეოთ წმიდის კანონიდან საკითხავები) ან აღვასრულოთ „ყოველდღიური ანტიფონები“.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა, შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“, წინასწარმეტყველისა. კონდაკები: - ტაძრისა, წინასწარმეტყველისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა..“
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“, წინასწარმეტყველისა. კონდაკები: - წინასწარმეტყველისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – წინასწარმეტყველისა და დღისა.
სამოციქულო და სახარება – წინასწარმეტყველისა და დღისა.
წარდგომა (ჴმა IV): „შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა“.
მუხლი: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა დაჰსჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავჰსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა“.
წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.
ალილუია (ჴმა V): „მოსე და აჰრონ მღუდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი ჰხადიან სახელსა მისსა”.
მუხლი: „ნათელი გამოუბრწყინდა მართალთა და გულითა წრფელთა სიხარული“.
ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.
შენიშვნა: I რანგის მსახურებისას მხოლოდ დღის სამოციქულო იკითხება. თუ აჩვენებს წმიდის საკითხავს, მაშინ წაიკითხება დღის და წმიდის სამოციქულოები (შაბათს ჯერ წმიდის, შემდეგ დღის). ასეთ შემთხვევაში „ალილუია“ მხოლოდ წმიდისა ითქმის.. სამოციქულოში არ აჩვენებს წინასწარმეტყველი სოფონიას საკითხავს. უპირატესის გადაწყვეტილებით, თუ მხოლოდ დღის სამოციქულოს წავიკითხავთ, შესაბამისად წარდგომა, ალილუია და განიცადეც მხოლოდ დღისა ითქმის.