წლის ციკლის მსახურება აღესრულება – სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (ქალწულმოწამეთა).
კვირის ციკლისა - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - ჟამნიდან.
საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის “ღამისთევის” მსახურება „ორი წმიდის” (II რანგი) მსახურებასთან შეერთებული. (ვარიანტი ა)
შენიშვნა: ასევე შემოგთავაზებთ კვირის “ღამისთევის” მსახურებას “სადიდებლიან” (IV რანგი) მსახურებასთან შეერთებულს. მივუთითებთ იმ განსხვავებებსაც, თუ უპირატესი ინებებს წმ. ბარბარეს ხსენების “ღამისთევით” (V რანგი) ჩატარებას. (ვარიანტი ბ)
ვარიანტი ა.
დიდი მწუხრი:
_ “მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ” - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი” - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება III ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა III), აღმოსავლური - 1 მუხლი, დიდმოწამისა - 3 მუხლი (ჴმა II), ღირსი მამისა - 3 მუხლი (ჴმა VIII), „დიდება“ დიდმოწამისა: „ნათესავნი და ტომნი...“ (ჴმა VI), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ვინ არა განკვირდეს...“ (ჴმა III).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ დღის წარდგომა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა), „დიდება“ ღირსი მამისა: „ღირსო მამაო ყოველსა ქუეყანასა...“ (ჴმა VI), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „შემოქმედი და მხსნელი...“ (ჴმა VI).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ღმრთისმშობელო ქალწულო – 3-გზის.
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი...“ - 1-გზის (ჴმა III), ტროპარი დიდმოწამისა: „ბარბარეს წმიდასა...“ (ჴმა VIII), „დიდება“ ტროპარი ღირსი მამისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღუარო...“ (ჴმა VIII), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ღირსის ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან, „დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაჲ შენი“.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და135-ე ფსალმუნები).
_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ
_ იპაკო და ანტიფონები (ჴმა III).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი ჰსუფევს, და რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას“ (ჴმა III). მუჴლი: „უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა“.
_ საცისკრო სახარება: სახ. მე-6, ლკ. 114 დას. XXIV, 36-53.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ – „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო განთიად...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).
III კანონი დიდმოწამისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
IV კანონი ღირსი მამისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
შენიშვნა: Богослужебные указания на 2023г. (გვ. 917) ასე ანაწილებს მუხლთა რაოდენობას, ხოლო მღვდელმსახურთა სამაგიდო წიგნი (გვ. 73) შემდეგნაირად გვთავაზობს: აღდგომისა – 4, ჯვარაღდგომისა – 2, ღმრთისმშობლისა – 2, ორივე წმიდისა – 3-3.
_ კატავასია - „ქრისტეს შობასა ვადიდებდეთ...“
_ „უმცირესი“ – „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი დიდმოწამისა; კონდაკი და იკოსი ღირსი მამისა; წარდგომა დიდმოწამისა: „ღუაწლსა შინა...“, „დიდება“ - წარდგომა ღირსი მამისა: „საყვირად კეთილხმოვანად...“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა: „საღმრთო სამკვიდრებელ-იქმენ..“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა III).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა” (IX გალობისა):
_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
_ განმანათლებელი აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (VI), განმანათლებელი დიდმოწამისა: „ვითარცა ვარდი შუენიერი...“, „დიდება“ _ განმანათლებელი ღირსი მამისა: „ვითარცა საღმრთო ნათელი...“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა (აღდგომის განმანათლებლისა).
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად: აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა III), დიდმოწამისა - 4 მუხლი (ჩასართავები იხილე „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებში საზიარო თვენიდან), „დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (VI), „აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი კენტი ხმისა.
I და VI ჟამებზე
_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა III) და დიდმოწამისა.
_ კონდაკი: აღდგომისა.
III და IX ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა III) და ღირსი მამისა.
_ კონდაკი: აღდგომისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 12 მუხლად: მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი (პარაკლიტონიდან), დიდმოწამის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე), ღირსი მამის VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა, დიდმოწამისა, ღირსი მამისა; კონდაკები: _ აღდგომისა, დიდმოწამისა, „დიდება“ - ღირსი მამისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
შენიშვნა: Богослужебные указания на 2023г. (გვ. 918) „სასოო და შესავედრებელოს“ ნაცვლად აღდგომის კონდაკის გალობას განაჩინებს.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა, ტაძრისა, დიდმოწამისა, ღირსი მამისა; კონდაკები: _ აღდგომისა, დიდმოწამისა, „დიდება“ - ღირსი მამისა, „აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი რომელიმე წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა, ტაძრისა, დიდმოწამისა, ღირსი მამისა; კონდაკები: _ აღდგომისა, ტაძრისა, დიდმოწამისა, „დიდება“ - ღირსი მამისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა და ალილუია - აღდგომისა და დიდმოწამისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა და დიდმოწამისა.
განიცადე _ კვირისა და დიდმოწამისა.
წარდგომა (ჴმა III): „უგალობდეთ ღმერთსა ჩვენსა, უგალობდეთ, უგალობდეთ მეუფესა ჩვენსა, უგალობდეთ“.
მუხლი: „ყოველთა წარმართთა აღიტყველენით ხელნი თქვენნი, ღაღადებდით ღვთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა“.
წარდგომა (ჴმა IV): „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა“.
ალილუია (ჴმა III): „შენ უფალო, გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე“.
მუხლი: „მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისასა“.
ალილუია (ჴმა I): „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისაჲ“.
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.
შენიშვნა: ჩვენ მოცემული გვაქვს მითითებები სამოციქულოდან _ ექვთიმე ხელაძის სტამბა, 1899წ.
ვარიანტი ბ
კვირის „ღამისთევის“ მსახურება „სადიდებლიან“ (IV რანგი) მსახურებასთან შეერთებული.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება III ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა III), აღმოსავლური - 1 მუხლი, დიდმოწამისა - 6 მუხლი (ჴმა II), „დიდება“ დიდმოწამისა: „ნათესავნი და ტომნი...“ (ჴმა VI), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ვინ არა განკვირდეს...“ (ჴმა III).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ დღის წარდგომა.
_ საწინასწარმეტყველო _ 3 (იხ. საზიარო თვენში (მოწამეთა)).
შენიშვნა: თუ დიდმოწამე ბარბარეს „ღამისთევის“ მსახურებას აღვასრულებთ ან ტაძრის დღესასწაულია, აღესრულება ლიტია.
„ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა - 1 და დიდმოწამისა (საზიარო თვენიდან), „დიდება“: „ზეცისა სიძისა სძალო...“ (ჴმა I), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „აჰა ესერა აღესრულა..“ (ჴმა I). წმ. ბარბარეს სახელობის ტაძარში მხოლოდ დიდმოწამის დასდებლები ითქმის.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა), „დიდება“ დიდმოწამისა: „დიდებულო მოწამეო ბარბარე...“ (ჴმა IV), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ღმრთისმშობელო ქალწულო – 3-გზის.
[შენიშვნა: თუ დიდმოწამე ბარბარეს „ღამისთევის“ მსახურებას აღვასრულებთ ან ტაძრის დღესასწაულია: ღმრთისმშობელო ქალწულო _ 2-გზის; ტროპარი დიდმოწამისა: „ბარბარეს წმიდასა...“ - 1-გზის. აღესრულება პურის კურთხევა.]
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი...“ - 2-გზის (ჴმა III), „დიდება“: ტროპარი დიდმოწამისა: „ბარბარეს წმიდასა...“ (ჴმა VIII), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან, „დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღდეგ, უფალო“ ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაჲ შენი“.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ მოწამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ
_ იპაკო (ჴმა III).
_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ დიდმოწამისა (საზიარო თვენიდან): „სისხლი შენი დიდებულო...“ (იხ. წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა), „ყოვლადშუენიერი იგი სიძე...“ (იხ. წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა), „დიდება“: „საღმრთოითა ნათლითა..“ (იხ. წარდგომა შემდგომად სადიდებელისა), „აწ და“ _ იგივე.
_ ანტიფონები (ჴმა III).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი ჰსუფევს, და რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას“ (ჴმა III). მუჴლი: „უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა“.
_ საცისკრო სახარება: სახ. მე-6, ლკ. 114 დას. XXIV, 36-53.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ – „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“ „აწ და“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო განთიად...“
_ `აცხოვნე ღმერთო ერი შენი...~
[შენიშვნა: თუ ტაძრის დღესასწაულია, წარდგომა და სახარება წმიდისა ითქმის.
წარდგომა (ჴმა IV): „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისაჲ“. მუხლი: „ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა“.
_ საცისკრო სახარება: მათ. 104 დას. XXV, 1-13.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ – „მეოხებითა წმიდისა დიდმოწამისა ბარბარესითა...“, „აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა...“.
- „მიწყალე მე, ღმერთო...“ (მცირე მიწყალე).
წარდგომა შემდგომად 50-ე ფსალმუნისა: „ზეგარდამოჲთა ძალითა სძლე მტერთა წყობასა...“.
_ „აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი...“]
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).
III კანონი დიდმოწამისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია - „ქრისტეს შობასა ვადიდებდეთ...“
_ „უმცირესი“ – „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი დიდმოწამისა, წარდგომა დიდმოწამისა: „ღუაწლსა შინა...“ _ 2-გზის, „დიდება, აწ და“ - ღმრთისმშობლისა: „საღმრთო სამკვიდრებელ-იქმენ..“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა III).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
_ განმანათლებელი აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (VI), „დიდება“ _ განმანათლებელი დიდმოწამისა: „ვითარცა ვარდი შუენიერი...“, „აწ და“ _ ღმრთისმშობლისა (აღდგომის განმანათლებლისა).
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად: აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა III), დიდმოწამისა - 4 მუხლი (ჩასართავები იხილე „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებში საზიარო თვენიდან), „დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (VI).
შენიშვნა: თუ ტაძრის დღესასწაულია, „დიდება“ დიდმოწამისა: „მოღუაწებისა წარვლე გზა...“
„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი კენტი ხმისა.
ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა III) და დიდმოწამისა.
_ კონდაკები: აღდგომისა და დიდმოწამისა მონაცვლეობით.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად: მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი (პარაკლიტონიდან), დიდმოწამის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე) „დიდება, აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა, ასევე წმ. ბარბარეს სახელობის ტაძარში:
ტროპარები: - აღდგომისა, დიდმოწამისა; კონდაკები: _ აღდგომისა, „დიდება“ _ დიდმოწამისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
შენიშვნა: Богослужебные указания на 2023г. (გვ. 919) „სასოო და შესავედრებელოს“ ნაცვლად აღდგომის კონდაკის გალობას განაჩინებს.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა, ტაძრისა, დიდმოწამისა. კონდაკები: _ აღდგომისა, „დიდება“ _ დიდმოწამისა, „აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი რომელიმე წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა, ტაძრისა, დიდმოწამისა; კონდაკები: _ აღდგომისა, ტაძრისა, „დიდება“ _ დიდმოწამისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა და ალილუია - აღდგომისა და დიდმოწამისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა და დიდმოწამისა.
განიცადე _ კვირისა და დიდმოწამისა.
წარდგომა (ჴმა III): „უგალობდეთ ღმერთსა ჩვენსა, უგალობდეთ, უგალობდეთ მეუფესა ჩვენსა, უგალობდეთ“.
მუხლი: „ყოველთა წარმართთა აღიტყველენით ხელნი თქვენნი, ღაღადებდით ღვთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა“.
წარდგომა (ჴმა IV): „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა“.
ალილუია (ჴმა III): „შენ უფალო, გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე“.
მუხლი: „მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისასა“.
ალილუია (ჴმა I): „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისაჲ“.
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.