წმიდა მოწამე გემელი პაფლაგონელი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) გაბედული მხილებისთვის აწამეს გალატიის ქალაქ ანკვირიაში. ნეტარმა ახოვნად დაითმინა მრავალგვარი სატანჯველი. ბოლოს უღმრთოებმა იგი გაატყავეს და ჯვარზე მიამსჭვალეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.