უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - - ბოდბის დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან. 2006 წ.

კვირის ციკლისა  - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა  - - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის” (I რანგის) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: წმიდისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ “მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება.     

_ “აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.                  

_ რიგითი კანონი - მე-9.

შენიშვნა: მე-9 რიგითი კანონი დატევებულ იქნა სამშაბათის ცისკარზე.

_ “უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება III ჴმაზე).

_ “უფალო ღაღად-ვჰყავ”-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ჴმა III), ღირსისა - 3 მუხლი (ჴმა I):

„მამაო პატაპი, ხორცთა აღძვრანი მოძღურებითა დასწვენ და მსგავსად ელიაისსა უდაბნოი დაიმკვიდრე, გონებაი განსწმიდე მარადის ღმრთისა მიმართ წამისყოფითა, ღმერთშემოსილო, აწცა ითხოვე მონიჭებად სულთა ჩუენთა ღმრთისა მიერ მშვიდობაი და წყალობაი“.

„მამაო პატაპი, მწყობრსა მოღუაწეთასა შეერთებულ ხარ განშუენებული უვნებელობითა და დამკვიდრებულ ხარ სავანეთა შინა წმიდათასა, სადა-იგი ბრწყინავს ნათელი დაუვალი და ძელი ცხოვრებისაი და მეოხ ხარ ცხოვრებად სულთა ჩუენთა“.

„მამაო პატაპი, მნათობად ბრწყინვალედ ეგვიპტით გამობრწყინდი და განანათლე ყოველი სოფელი სასწაულთა მიერ და სულთა განმხრწნელნი ვნებანი უჩინო ჰყვენ მორწმუნეთაგან და ეშმაკთა გუნდნი სირცხვილეულ ჰყუენ, მეოხ გუეყავ ცხორებად სულთა ჩუენთათვის“.

„დიდება“ მისივე: „მამაო პატაპი, მნათობად ბრწყინვალედ ეგვიპტით გამობრწყინდი და განანათლე ყოველი სოფელი სასწაულთა მიერ და სულთა განმხრწნელნი ვნებანი უჩინო ჰყუენ მორწმუნეთაგან, ხოლო ეშმაკთა გუნდნი სირცხვილეულ ჰყუენ; მეოხ გუეყავ ცხორებად სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა VI).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.  

_ დღის წარდგომა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: შვიდეულის დღის 3 მუხლი, რომელსაც ჩაერთვის 2 მუხლი ჟამნიდან: „შენდამი აღვიხილენ...“ და „მიწყალენ ჩვენ უფალო, შემიწყალენ...“

„დიდება“ ღირსისა: „ვნებანი ხორცთანი განახმენ, ღმრთივსანატრელო მამაო პატაპი, და მდინარითა ცრემლთაითა წყარონი კურნებათანი აღმოაცენენ და რომელნიცა შევეხებით პატიოსანთა ნაწილთა შენთა, მადლსა და წყალობასა მდიდრად აღმოვივსებთ და სახსენებელსა შენსა სარწმუნოებით ღირსად პატივს-ვსცემთ, მამაო სამგზის სანატრელო“ (ჴმა III).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).

_ „აწ განუტევე“.                                          

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი ღირსისა: „ცრემლთა მდინარითა...“ (ჴმა VIII) (საზოგადო), „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ  „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით) (ჴმა VIII).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).

ტროპარი ღირსისა: „ცრემლთა მდინარითა...“ (ჴმა VIII) (საზოგადო), „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ  „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით) (ჴმა VIII).

_ რიგითი კანონები: მე-13, მე-14 და მე-15.

_ რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან, „დიდება“ „აწ და“ მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1 გზის) - 6 მუხლად.

II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.

III კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და  IX ოდების (გალობების) შემდგომ ღირსის კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.

კანონი ღირსისა

გალობა I. „უგალობდითსა“. ხმა II.

ძლისპირი: „ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა ჩუენ ცოდვილთათვის, რომელსა უგალობთ: უფალო დიდებულო, დიდებულ ხარ“.

„ბრწყინვალისა ცხოვრებისა შენისა ბრწყინვალეთა სათნოებათა წადიერი შესხმად გევედრები, დიდებულო პატაპი, ნათელი ბრწყინვალე ზეცით გარდამომივლინე და განდევნე ბნელი უმეცრებისაი ოხითა შენითა“.

„დიდება“ – „იქმენ შენ ნაკვერცხალ საცნაურ აღგზნებულ სულისა წმიდისა მადლითა და დასწვენ ეშმაკნი და დაშრიტენ ისარნი ცოდვისანი, განხურვებულნი ღმერთშემოსილო და უვნებელობისა წმიდად სიმართლედ ამაღლდი, პატაპი“.

„აწ და“ – „ხსნად პირველისა წყევისაგან ყოვლისა სოფლისა მხსნელი ყოველთაი შენგან იშვა, ქალწულო, და კაც იქმნა ყოვლითურთ, რომელმან წმიდა-ყო ნეტარი პატაპი და მკურნალად სენთა მორწმუნეთაისა გამოაჩინა იგი“.

 

    გალობა III. „განძლიერდასა“.

ძლისპირი: „აღყუავილნა შროშნის სახედ მოსვლითა შენითა ქრისტე, რომელ არს ბერწი წარმართთა ეკლესიაი და იქმნა იგი შვილ მრავალ, რომელსა შინა განაძლიერენ გულნი ჩუენნი“.

„ცხოვრებაი უნივთოი ქუეყანასა ზედა აღასრულე, ნეტარო ღირსო პატაპი, და ზეთითა მოღუაწებისაითა განაპოხე ლამპარი შენი და მსხუერლად განწმედილად თავი შენი შესწირე ღმრთისა მოკუდინებითა გემოთაითა“.

„დიდება“ – „დაჰხნენ სულთა ჩუენთა ვნებანი აღძრულნი და ხორცთა სალმობანი უკურნებელნი მხურვალედ ვედრებითა შენითა, სამგზის სანატრელო პატაპი, რამეთუ ღმრთისაგან მოგიღიეს მდიდრად მადლი კურნებათაი, მამაო“.

„აწ და“ – „ჟამიერად გვიშევ ჟამთა შემოქმედი ხატითა მონისაითა, სძალო ღმრთისაო, რომელმან ღმერთ ყო ბუნებაი ჩუენი და ბრწყინვალე ყო მოღუარეთა შორის მონაი თვისი, ვითარცა მზეი, სამგზის სანატრელი დიდი პატაპი“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა ღირსისა: „სიტყუაი ცხორებისაი, რომელი ეგვიპტეს ხორციელად შთავიდა და ხელით ქმნილნი მისნი დაამხუნა, ქრისტემან ღმერთმან გამოგირჩია შენ ეგვიპტით, ვნებათა ძეგლებსა შემმუსვრელად და ვარსკულავად მნათობად ცისკიდეთა“.

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

გალობა IV. „მესმასა“.

ძლისპირი: „მოხუედ ჩუენდა ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდება ძალსა შენსა“.

„ცრემლთა შენთა მხურვალეთა უფსკრულმან წარღუნა, ღირსო, ეშმაკთა სპარაზენნი და ცოდვისა გემოვნებანი, ხოლო ზღუა სასწაულთა ექმნა სიღრმესა ვნებათასა დანთქმულთა“.

„დიდება“ – „სიყუარული, სიმდაბლე, მღვიძარებაი და ლოცვაი, სარწმუნოებაი სრული და სასოებაი მოიგე, ღირსო, და თანამკვიდრ იქმენ შენ ზეცისა ძალთა, მამაო პატაპი“.

„აწ და“ – „გამოჰბრწყინდი ღრუბლისაგან სულმცირისა, ვითარცა მზე სიმართლისა, ქრისტე, რომელ არს დედაი ქალწული და მსგავსად მთიებისა განაბრწყინვენ სანატრელნი ღირსნი მამანი“.

 

  გალობა V. „ღამითგანსა“.

ძლისპირი: „შენ მნათობთა ნათლისა მომცემელო და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე, მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშვიდობისაო, განგუანათლენ ჩუენ ნათლითა მით შენითა, რამეთუ შენსა გარეშე, უფალო, სხვაი არავინ ვიცით~.

„ბნელსა მყოფთა განმანათლებელო, განმანათლე მე ნათლითა საღმრთოითა ოხითა პატაპისაითა და დაჰხსენ ალმური ბნელი სულისა ჩემისა და გარდამომივლინე წვიმაი შენდობისაი, რამეთუ შენსა გარეშე ხსუაი არავინ ვიცი“.

„დიდება“ – „ვნებათა ბნელისაგან განსწმიდენ თუალნი გონებისანი, ღმერთშემოსილო მამაო, და მარხვითა და ლოცვითა აღუხილენ თუალნი მწუხარეთახორცითა და მძვინვარებაი სალმობათა ბოროტთა განსდევნე მორწმუნეთაგან და ყოველი არა ძლებაი განჰკურნე~.

„აწ და“ – „მომცემელი ყოველთა ცხოვრებისაი და მაცხოვარი დაბადებულთაი ჰშევ უცხოდ და საკვირველად წმიდათა შორის დიდებული სიტყუაი ღმრთისაი და წმიდათა შორის განსუენებული, რომელსა ჩუენთვის ევედრე, ყოვლად წმიდაო დედოფალო“.

 

გალობა VI. „ღაღადყავსა“.

ძლისპირი: „ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალთა მოწყალებათა შენთა მოვივლტი. აღმომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები“.

„ძალითიძალად აღსვლითა, მამაო, ბრწყინვალედ განაშუენე გონებაი შენი, პატაპი, და არა შესოვლდი ცოდვითა, რამეთუ ვითარცა უხორცოი, სცხონდებოდე“.

„დიდება“ – „ელიას თეზბიტელსა მიემსგავსე და იოვანე ნათლისმცემელისა კუალსა შეუდეგ, პირველ უდაბნოს დაემკვიდრე და დაყუდებითა განსწმიდე გონებაი“.

„აწ და“ – „ღრუბელსა სულმცირესა მჯდომარე პირველ ეგვიპტეს შევიდა ქრისტე და შემუსრა კერპნი, ხოლო კრებული წმიდათაი ურიცხვი მიერ გამოაბრწყინვა“.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი ღირსისა: „სახლი შენი სულიერი...“ (ჴმა III) (ჟამნიდან).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მოცემული არ არის.

გალობა VII. „კურთხეულარსა“.

ძლისპირი: „ხატისა მისთვის ოქროისა, რომელი იმსახურა ველსა მას დეირისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხ-ყვეს მძლავრისაი მის და შეითხინეს სახუმილსა მას და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.

„ცეცხლითა სულისაითა აღატყინენ საცნობელნი სულისანი, ღმერთშემოსილო, და ცეცხლი ცოდვისაი ავლად და მტუერად გამოაჩინე და სახედ ნათლისა განჰბრწყინდი ღირსო მამაო პატაპი, და ხმატკბილად იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.

„დიდება“ – „ბრმანი მხედუელ ჰყუენ ძალითა საღმრთოითა, ღმრთივსანატრელო, და ვნებანი თითოსახენი განჰკურნენ და სულნი უკეთურნი განასხენ სახელისდებითა ღმრთისათა და მას მხოლოსა უღაღადებდი და იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.

„აწ და“ – „განმაღმრთობს მე, უბიწოო, ძე შენი ხატითა მონებისაითა შობილი და ძლევს ყოველთა ალაგთა ცნობისათა, ვითარცა ჰჯულთა გონებისათა, და გუნდსა წმიდათა მამათასა მოწამეთა თანა შეჰკრებს გალობად და იტყვიან: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.

გალობა VIII. „აკურთხევდითსა“.

ძლისპირი: „სახუმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათვის ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცვარად შესცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“.

„წმიდა ჰყავ გონებაი შენი ბიწისაგან ვნებათაისა მოღუაწებითა და გამოსჩნდი ტაძრად სამებისა ბრწყინვალედ და ესრეთ იტყოდე: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.

„დიდება“ – „განაგე ცხორებაი შენი ღმრთივშუენიერად, ღმერთშემოსილო მამაო და მნე იქმენ სარწმუნო და ჰმსახურე კეთილად სახმარსა წმიდათასა, წმიდაო, და მათ თანა მკვიდრ იქმენ სასუფეველსა“.

„აწ და“ – „ზეცად აღამაღლე ბუნებაი ჩუენი განხრწნილი და მიწად მიქცეული, ანგელოზთა დიდებაო, წმიდათა სიხარულო, დაბადებულთა დედოფალო და დედაო ქრისტეს მეუფისაო.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

 გალობა IX. „აკურთხევდითსა“.

ძლისპირი: „დაუსაბამოისაგან მამისა ძე ღმრთისაი გამოჩნდა, ქალწულისაგან მხსნელად ჩუენდა განხორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა რაითა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ“.

„დღე ცხორებისაი - ხსენებაი შენი გამობრწყინდა, ღირსო, და განანათლებს გონებათა დაბნელებულთა და განსდევნის არმურსა ვნებათასა, მამაო, და შემსხმელთა შენთა ძედ ნათლისად გამოაჩინებს, მსახურო ქრისტეს მეუფისაო“.

„დიდება“ – „თებაიდელთა სიქადულსა და მორჩსა უდაბნოისასა, მონაზონთა გვირგვინსა და შუენიერებას და მნათობა ბრწყინვალესა ბიზანტიისასა, პატაპის ნეტარსა, ქუეყანისა ანგელოზსა ჯეროვნად ყოველნი ვნატრიდეთ“.

„აწ და“ – „ცნობათა უვაღრესი საიდუმლოი შობისა შენისაი განაკვირვებს ანგელოზთა, ღმრთივმიმადლებულო, და წმიდათა მამათა სიხარულითა და სიტკბოებითა აღავსებს და აღსძრავს მათ გალობად შენდა, ღმრთისა დედაო“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.    

„დიდება“ ღირსისა: „ანგელოზთა მოდასე, თანამკვიდრი წმიდათა მოციქულთა, წინაწარმეტყველთა, მღდელთმოძღუართა, მარტვილთა და მამათაი, მათ თანა იხარებ, დიდებულო, წინაშე სამებისა; ოხად ნუ დააცადებ ჩუენთვის, რომელნი გადიდებთ შენ“.

„აწ და“ შვიდეულის დღისა.    

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე), „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: შვიდეულის დღის 3 მუხლი, რომელსაც ჩაერთვის 2 მუხლი ჟამნიდან:

„აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

„და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა III).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.

ტროპარი ღირსისა: „ცრემლთა მდინარითა...“ (ჴმა VIII), „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით) (ჴმა VIII).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი ღირსისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, რიგის წმიდისა. კონდაკები: - რიგის წმიდისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, რიგის წმიდისა. კონდაკები: - ტაძრისა, რიგის წმიდისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“ „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა.

 

წარდგომა: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“ (ჴმა II).

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.

მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.

ალილუია (ჴმა V): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.