ებრ. 321 დას. IX, 8-10, 15-23
ძმანო, ესე უწყებითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ არღა გამოჩინებულ იყო წმიდათა იგი გზაჲ, არამედ პირველისა მისღა კარვისაჲ აქუნდა წესი. რომელი-იგი იგავი იყო ჟამისა მის მოწევნადისაჲ, რომელსა შინა მსხუერპლნი და შესაწირავნი შეიწირვოდეს, რომელნი ვერ შემძლებელ იყვნეს გულითად სრულყოფად შემწირველთა მათ, გარნა საჭმელთა ხოლო ზედა და სასუმელთა და პირად-პირადთა ბანათა და სამართალითა ჴორცთაჲთა ვიდრე ჟამადმდე განგებისა მის მოწევნადისა. და ამისთჳს ახლისა აღთქუმისა შუა-მდგომელ არს, რაჲთა სიკუდილიღა მოიწიოს გამოსაჴსრად პირველისა მის შჯულისა გარდასრულთა, აღთქუმაჲ იგი მოიღონ ჩინებულთა მათ საუკუნოჲსა მის მკჳდრობისათა. რამეთუ სადა-იგი წიგნის წერაჲ არს, სიკუდილი უნებლიად ზედა-აც წიგნის მწერალსა მას, რამეთუ ანდერძი დაწერილი მკუდართა შემდგომადღა მტკიცე არს; უკუეთუ არა, ვერსადა მტკიცე არნ, ვიდრე ცოცხალღა არნ ანდერძის მწერალი იგი. ვინაჲცა არცა პირველი იგი თჳნიერ სისხლისა განახლდებოდა. რამეთუ ითქუნეს ყოველნი იგი მცნებანი მსგავსად შჯულისა მოსეს მიერ ყოვლისა მიმართ ერისა, მოიღის სისხლი იგი ზუარაკთა და ვაცთაჲ წყალსა თანა მატყლითა მეწამულითა და უსუპითა, თჳთ მასვე წიგნსა და ყოველსა ერსა აპკურის და თქჳს: ესე სისხლი აღთქუმისაჲ, რომელი გამცნო თქუენ ღმერთმან. თჳთ მას კარავსა და ყოველსა მას ჭურჭელსა სამსახურებელისასა ეგრეთვე მსგავსად სისხლი ასხურის. და კნინღა ყოველივე იგი სისხლითა განწმდებოდა მსგავსად შჯულისა მის, და თჳნიერ სისხლის დათხევისა არა იყო მოტევებაჲ. საჭიროა არს უკუე, ვინაჲთგან სახენი იგი ზეცისათანი ამით განწმდებოდეს, რაჲთა ზეცისანი იგი ამათსა უმჯობესითა მსხუერპლითა განწმდენ.
მკ. 34 დას. VIII, 22-26
მას ჟამსა შინა მოვიდა იესუ ბეთსაიდად, და მოჰგუარეს მას ბრმაჲ და ევედრებოდეს მას, რაჲთა შეახოს მას. და უპყრა ჴელი მისი და განიყვანა იგი გარეშე დაბასა და ჰნერწყუა თუალთა მისთა და დასდვა ჴელი მისი და ჰკითხა მას, რასა-ძი ჰხედავს? და აღიხილნა და იტყოდა: ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა, მიმომავალთა. და მერმე კუალად დაასხნა ჴელნი თუალთა მისთა და აღუხილნა; და მან აღიხილნა და კუალად მოეგო და ხედვიდა ბრწყინვალედ ყოველთა. და წარავლინა იგი სახიდ თჳსა და ჰრქუა: წარვედ სახიდ შენდა; და დაბად რაჲ შეხჳდე, ნურას ვის უთხრობ დაბასა შინა.