უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - - - -  არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი:შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის” (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება IV ჴმაზე).         

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: მართლისა - 6 მუხლი (ჴმა IV), „დიდება“ მართლისა: „ანგელოზთა მიერ...“ (ჴმა II), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „წარხდა სახე სჯულთა...“ (ჴმა II).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.                                               

_ წარდგომა - დღისა.  

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მართლისა (თავისი ჩასართავებით), „დიდება“ „აწ და“ - მართლისა: „დღეს ძირისაგან დავითისა...“ (ჴმა II).

_ „აწ განუტევე“.                                          

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:                          

ტროპარი მართლისა: „დღეს უშვილოებისა...“ (ჴმა IV) (ღმრთისმშობლისას გარეშე).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი მართლისა: „დღეს უშვილოებისა...“ (ჴმა IV) 2-გზის, „დიდება“ „აწ და“ - იგივე ტროპარი: „დღეს უშვილოებისა...“.

_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა: მართლისა, „დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - მართლისა ანნასი - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მართლისა ანნასი - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „ქრისტეს შობასა ვადიდებდეთ...“

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მართლისა: „იოაკიმ და ანნა...“ 2-გზის, „დიდება“ „აწ და“  მისივე: „უბიწო ტარიგი...“.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი მართლისა ანნასი (ჴმა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).

_ „განმანათლებელი“ მართლისა: „მშობელსა ნათლისასა...“, „დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 4 მუხლად: მართლისა - 4 მუხლი (ჴმა I), „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „მოვედით სიხარულით დღეს...“ (ჴმა VIII).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი მართლისა: „დღეს უშვილოებისა...“ (ჴმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: მართლისა. 

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_  „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: მართლის I კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი (ძლისპირით), მართლის II კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპრები: - ტაძრისა, მართლისა. კონდაკები: „დიდება“ - ტაძრისა, „აწ და“ - მართლისა.

 

ბ) თუ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარი: - მართლისა, „დიდება“ „აწ და“ კონდაკი - მართლისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპრები: - მართლისა, ტაძრისა, კონდაკები: „დიდება“ - ტაძრისა, „აწ და“ - მართლისა.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - წმიდისა.

სამოციქულო და სახარება – დღისა და წმიდისა.

 

წარდგომა (ჴმა IV): „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა“.

მუჴლი: „ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა, წყაროთაგან ისრაილისათა“.

ალილუია (ჴმა II): „ხოლო ცხოვრება მართალთა უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა“.

განიცადე: „იხარებდით უფლისა მიმართ და წრფელთა შუენის ქება“.