შენიშვნა: სამოციქულოში, მოწამის საზიარო განგებაში მითითებულია ტიმ. 292 დას. კალენდარში კი აღმსარებელთა წერია.
საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - საზიარო თვენიდან (მოწამისა).
კვირის ციკლისა - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღემისო ციკლის - - - - - ჟამნიდან.
შენიშვნა: ტროპარ-კონდაკი მოვიძიეთ ტროპარიონიდან (საქართველოს ეკლესიის წმიდანები), შედგენილი ბერმონაზონ გიორგის (ვაინერი) მიერ, თბილისი: 2022წ.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: მართლისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ” (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები 6 მუხლად: მოწამისა - 6 მუხლი (ჴმა IV). „დიდება“ - მისივე: „გაქუს შენ...“ (ჴმა II), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმისა): „ვინ არა განკვირდეს...“ (ჴმა III).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოწამისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ - მისივე: „მარტვილთა გვირგვინითა...“ (ჴმა IV), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ხმა IV).
შენიშვნა: რადგან საზოგადო თვენის სხვადასხვა რედაქციაში ერთიდაიმავე საკითხავს სხვადასხვა ხმა აქვს მითითებული, მედავითნემ უნდა დაიცვას ტიპიკონის მოთხოვნა, ღმრთისმშობლისას „დიდების“ ხმის მიხედვით გამორჩევისას.
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“ -სი:
ტროპარი მოწამისა (ჴმა IV): „ღვთივბრწყინვალე სამოსელი, ძოწეულითა სისხლთაითა ღებული, უქსოვე თავსა შენსა, ჰოი, ვახტანგ, ამისთვისცა კუართი ზეცისა, უხრწნელი და უბიწოი, ბრწყინვალედ შეიმოსე. მაცხოვარსა ევედრე ჩუენ ყოველთათვის, ქებით მადიდებელთა შენთა“
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი მოწამისა: „ღვთივბრწყინვალე სამოსელი...“ (ჴმა IV) 2-გზის, „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის დროს აღესრულება კმევა სრულიად ტაძრისა. _ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სქიხოლოღიებისა - მოწამისა. „დიდება“ „აწ და“- მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – მოწამისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის, განვლილი კვირის ცისკრიდან, პარაკლიტონიდან).
II კანონი - მოწამისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „ქრისტეს შობასა ვადიდებდეთ...“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქროი...“ (ჴმა I). „დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მოწამისა: „სუეტად შეურყეველად ეკლესიისა და ლამპრად დაუშრეტელად გამოსჩნდი, ღუაწლით შემოსილო მეფეო ვახტანგ, და განჰბრწყინდი უბრწყინვალეს მზისა, რომლისათვისცა ეშმაკთა წყუდიადსა განსდევნი, მოწამეო დიდებულო, ქრისტესა ევედრე მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი“ .
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).
_ „განმანათლებელი“ მოწამისა: „რომელი ღვაწლთა მიერ...“ (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მოწამისა - 4 მუხლი, „დიდება“ - მისივე: „რაჟამს იგი...“ (ხმა II), „აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (იხ. III ჟამი).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მოწამისა: „ღვთივბრწყინვალე სამოსელი...“ (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: მოწამისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: მოწამის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა, მოწამისა. კონდაკები: „დიდება“ - მოწამისა, „აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა, მოწამისა. კონდაკები: - ტაძრისა, „დიდება“ - მოწამისა, „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – მოწამისა და დღისა.
სამოციქულო და სახარება – მოწამისა და დღისა.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.
მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, რაჟამს გევედრებოდი შენ“.
წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.
ალილუია (ჴმა IV): „მართალი, ვითარცა ფინიკი, აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაჲ - განმრავლდეს“.
ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.