საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მღვდელმთავრისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ღამისთევის“ (V რანგის) მსახურება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა IV) და წმიდათა მამათა.
_ კონდაკი: წმიდათა მამათა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები 8 მუხლად: მღვდელმთავრისა - 8 მუხლი (ჴმა V), „დიდება“ მისივე: „ღირსო მამაო...“ (ჴმა I), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ყოვლისა სოფლისა...“ (ჴმა I).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 – მღვდელმთავრისა (საზიარო თვენიდან).
_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა და მღვდელმთავრ. (საზიარო თვენიდან), „დიდება“ მღვდელმთავრისა: „წარმიძღუ ჩუენ ალაგსა...“ (ჴმა VII), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უაღრეს ბუნებათა....“ (ჴმა VII).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მღვდელმთავრისა (საზიარო თვენიდან), „დიდება“ მისივე: „მღდელმთავართა საღმრთოდ...“ (ჴმა II), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ჰოი სასწაული....“ (ხმა II).
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ტროპარი მღვდელმთავრისა: „პირველსა კრებასა...“ (ჴმა I) 2-გზის.
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 1- გზის.
_ პურის კურთხევა.
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი მღვდელმთავრისა: „პირველსა კრებასა...“ (ჴმა I) 2-გზის, „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I).
_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: მღვდელმთავრისა (საზიარო თვენიდან), „დიდება“ „აწ და“- იგივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ მღვდელმთავრისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“ მღვდელმთავრისა, „დიდება“ „აწ და“- მისივე.
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი წმიდათა მისთა“ (ჴმა IV) (საზიარო თვენიდან). მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისათვის, რომელი ესე მომაგო მე“.
_ საცისკრო სახარება: ინ. 36 დას. X, 9-16.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა სპირიდონისათა, მოწყალეო...“, „აწ და“- „მეოხებითა ღვთისმშობელისაჲთა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „მღვდელთმოძღურებისა კუართითა...“ (საზიარო თვენიდან).
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - მღვდელმთავრისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „ქრისტეს შობასა...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მღვდელმთავრისა: „სამწყსოისაგან ცხოვართაისა...“ 2გზის, „დიდება“ „აწ და“ მისივე: „ვითარცა ყოვლადუბიწომან...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - მღვდელმთავრისა (ჴმა II).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მღვდელმთავრისა: „შენ უკუე...“ 2გზის, „დიდება“ „აწ და“ მისივე: „ღმრთისა მიერ...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები – 4 მუხლად: მღვდელმთავრისა - 4 მუხლი (საზიარო თვენიდან), „დიდება“ მისივე: „შენ მწყემსო...“ (იხ. „აღვივსენითსა ზედას” „დიდების” მუხლი), „აწ და“ ღმრთისმშობლისა: „გიხაროდენ მარიამ...“ (საზიარო თვენიდან).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მღვდელმთავრისა: „პირველსა კრებასა...“ (ჴმა I), „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - მღვდელმთავრისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: მღვდელმთავრის III და VI გალობიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავის „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა; მღვდელმთავრისა.
კონდაკები: „დიდება“ - მღვდელმთავრისა, „აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარი: - მღვდელმთავრისა.
კონდაკი: „დიდება“ - მღვდელმთავრისა, „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, სამოციქულო, ალილუია, სახარება და განიცადე - მღვდელმთავრისა.
წარდგომა (ჴმა I): „პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმისყოფასა“.
მუხლი: „ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკვიდრებულ ხართ სოფელსა“.
ალილუია (ჴმა II): „პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე“.
მუხლი: „სჯული ღმრთისა მისისა არს გულსა შინა მისსა და არა შეუბრკმენ სვლანი მისნი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.