უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის” (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - მღვდელმთავრისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება.     

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - არ იკითხება.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: მოწამეთა - 6 მუხლი (ჴმა IV), „დიდება“ მისივე: „მოვედით მარტვილთ...“ (ჴმა VI), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ვინ არა გნატრიდეს შენ...“  (ჴმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.  

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოწამეთა (თავისი ჩასართავებით), „დიდება“ მისივე: „მძლავრთა მძვინვარებისაგან...“ (ჴმა V), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „გნატრით შენ ღვთისმშობელო...“ (ხმა V).

_ „აწ განუტევე“.                                          

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“ -სი:

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა...“ (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა...“ (ჴმა IV) 2-გზის, „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-7, მე-8 და მე-9.

_ I და II რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად I და II სტიხოლოღიებისა: მოწამეთა, „დიდება“ „აწ და“ მისივე.

_ III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება.

_ წარდგომა შემდგომად III სტიხოლოღიისა: პარაკლიტონიდან, „დიდება“ „აწ და“ მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).

II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მოწამეთა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „ქრისტეს შობასა...“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მოწამეთა: „არცა მახვილმან...“ 2-გზის, „დიდება“ „აწ და“ მისივე: „ოდეს მოვიდეს სჯად...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი მოწამეთა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ მოწამეთა: „სრულ-ჰყავ სრბა...“, „დიდება“ „აწ და“ მისივე: „გამოუთქმელად მშობელ...“

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მოწამეთა - 4 მუხლი, „დიდება“ მისივე: „ხუთ-ძალსა ებანსა...“ (ხმა II), „აწ და“ მისივე: „შენ გვივი ღმრთისმშობელო...“ (ხმა II).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა...“ (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

 III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: მოწამეთა III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა; მოწამეთა.

კონდაკები: „დიდება“ - მოწამეთა, აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - მოწამეთა; ტაძრისა.

კონდაკები:  - ტაძრისა, „დიდება“ - მოწამეთა, „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოწამეთა.

სამოციქულო და სახარება - ორშაბათისა, დღისა და მოწამეთა.

 

წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.

მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.

წარდგომა (ჴმა VII): „წმიდათა რომელნი არიან ქვეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისის მათ შორის“.

ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.

მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.

ალილუია (ჴმა II): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.