საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (მოწამეთა).
კვირის ციკლისა - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგის) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-6 (რომელიც დატევებულ იქნა ორშაბათს ცისკრად).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებელნი 6 მუხლად: შვიდეულის დღისა - 3 მუხლი (ჴმა IV), მოწამეთა - 3 მუხლი (ჴმა IV), „დიდება“ მოწამეთა: „მხედრობაი საღმრთოი...“ (ჴმა V) (საზიარო თვენიდან), „აწ და“ ჯვარ-ღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით) (პარაკლიტონიდან).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ დღის წარდგომა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებელნი: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“
„დიდება“ მოწამეთა: „მოვედით კრებულნო...“ (ჴმა VII) (საზიარო თვენიდან), „აწ და“ ჯვარ-ღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით) (პარაკლიტონიდან).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა, უფალო...“ (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ქალწულო ყოვლად უხრწნელო...“ (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა, უფალო...“ (ჴმა IV) 2გზის, „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ქალწულო ყოვლად უხრწნელო...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-10, მე-11 და მე-12.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან, „დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთამან ქმნა ცხოვრებაჲ შორის ქვეყანისა“.
- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1-გზის) - 6 მუხლად.
II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
III კანონი - მოწამეთა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“ (ჴმა VIII), „დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი მოწამეთა: „ღმრთისმსახურებისა სარწმუნოებისა...“ (ჟამნიდან) (ჴმა II).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ - შვიდეულის დღისა, „დიდება“ მოწამეთა: „ღმრთისმსახურებისა სუეტთა...“ (ჴმა V), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე), „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის, ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა IV).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.
ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ - „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „შენ გადიდებთ...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - მოწამეთა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა; წმიდათა.
კონდაკები: - წმიდათა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - ტაძრისა;
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა; ტაძრისა; წმიდათა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა; წმიდათა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - ტაძრისა;
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა; ტაძრისა; წმიდათა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა; ტაძრისა; წმიდათა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდათა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდათა.
წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“.
წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა, რომელნი არინ ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.
ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოჰყავ ყური შენი“.
მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“.
ალილუია (ჴმა IV): „ჰხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“
განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისაი მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ, აუვარებით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.