უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მღვდელმოწამისა).

კვირის ციკლისა - - - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის” (I რანგის) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი -Mმოწამეთა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება.

_ „აკურთხევ სული ჩემი უფალსა” (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება IV ჴმაზე).         

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“- სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ჴმა IV), მღვდელმოწამისა - 3 მუხლი (ჴმა II), „დიდება“ მღვდელმოწ.: „სამღვდელოთა კვართითა...“ (ჴმა IV), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „შენ გვივი ღმრთისმშობელო...“.

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.  

_ დღის წარდგომა.      

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“

- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“

„დიდება“ მღვდელმოწ.: „ყოველივე გონება შენი...” (ჴმა III), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „დიდად ვსცოდე მე ქალწულო...“.

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი მღვდელმოწამისა: „საქმით მიემსგავსე...“ (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და“  ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი” (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „სიტყვასა მამისასა...“ (ჴმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი  მღვდელმოწამისა: „საქმით მიემსგავსე...“ - 2-გზის (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და“  ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი” (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „სიტყვასა მამისასა...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-13, მე-14 და მე-15.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან, „დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).

II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მღვდელმოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და  IX ოდების (გალობების) შემდგომ მღვდელმოწამის კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მღვდელმოწ: „დიდმან მღვდელმოწამემან...“ „დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი მღვდელმოწამისა: „ვითარცა პატიოსან იყავ...“ (ჟამნიდან).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა, „დიდება“ მღვდელმოწ: „აზნაურობასა საღმრთოსა...“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე), „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები პარაკლიტონიდან, რომელთაც ჩაერთვის 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა IV).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.

ტროპარი მღვდელმოწამისა: „საქმით მიემსგავსე...“ (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და" - ღვთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ - „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ვითარცა ყოველთა დაბადებულთა...“ (ჴმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - მღვდელმოწამისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა; რიგის წმიდისა.

კონდაკები: - რიგის წმიდისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა; რიგის წმიდისა.

კონდაკები: - ტაძრისა; რიგის წმიდისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა.

 

წარდგომა: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“ (ჴმა II).

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

წარდგომა (ჴმა VII): „იქადოდიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“.

ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.

მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.

ალილუია (ჴმა IV): „მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ“.

განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.