შენიშვნა: წინასწარმეტყველთა საზიარო განგება სამ სამოციქულოს აჩვენებს: კორ. დას. 156; ან ებრ. დას 314; ან იაკობი, დას. 57. არცერთი მათგანი არ ემთხვევა კალენდარში მითითებულ საკითხავს. ჩვენი რეკომენდაციაა, მხოლოდ დღის სამოციქულო წავიკითხოთ.
საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (წინასწარმეტყველისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.
შენიშვნა: ამ დღეს ეკუთვნის “ალილუიას” მსახურება (ვარიანტი ბ), თუმცა წინამძღვარს შეუძლია „ღმერთი უფალის” მსახურება ჩაატაროს (ვარიანტი ა). შემოგთავაზებთ ორივე ვარიანტს.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: მღვდელმოწამისა.
ვარიანტი ა
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ჴმა IV), წინასწარმეტყველისა - 3 მუხლი (ჴმა IV), დიდება“ - წინასწარმეტყველისა: „გიხაროდენ ჭურო...“ (ჴმა I), „აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმის მიხედვით, მოვიძიოთ პარაკლიტონში, ხუთშაბათს მწუხრად).
შენიშვნა: რადგან საზოგადო თვენის სხვადასხვა რედაქციაში ერთიდაიმავე საკითხავს სხვადასხვა ხმა აქვს მითითებული, მედავითნემ უნდა დაიცვას ტიპიკონის მოთხოვნა, ღმრთისმშობლისას `დიდების~ ხმის მიხედვით გამორჩევისას.
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...~
„დიდება“ - წინასწარმეტყველისა: „დიდებისა უოხჭნოისა...“ (ჴმა I), „აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმის მიხედვით, მოვიძიოთ პარაკლიტონში, ხუთშაბათს მწუხრად, ან ვთქვათ „დიდება, აწდა“ _ ჯვარღმრთისმშობლისა პარაკლიტონიდან,).
_ „აწ განუტევე~.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ჴმა II), „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „უფროსად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჴმა II).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ჴმაზე).
ტროპარი წინასწარმეტყვ.: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ჴმა II) 2-გზის, „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „უფროსად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჴმა II).
_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა - პარაკლიტონიდან, „დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა, და თაყვანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
- შემდგომად II სტიქოლოღიის წარდგომისა: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან შექმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).
II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - წინასწარმეტყველის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ წინასწარმეტყველის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა წინასწარმეტყველისა: „იქმენ უბიწოო...“ (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი წინასწარმეტყველისა: „განათლდა სულითა...“ (ჴმა IV).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა, „დიდება“ - წინასწარმეტყველისა: „ღმრთისა სიბრძნე...“ (ჴმა I), „აწ და“ - შვიდეულის დღისა.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე), „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: შვიდეულის დღის 3 მუხლი, რომელსაც ჩაერთვის 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე.
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.
ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ჴმა II), „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ კეთილ არსზე (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „შენ გადიდებთ ღმრთისმშობელო...“ (ჴმა II).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: წინასწარმეტყველისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა, პარასკევისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“, წინასწარმეტყველისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა, წინასწარმეტყველისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.
შენიშვნა: პარასკევს, მაცხოვრის ტაძრის ტროპარ-კონდაკი არ ითქმის. შესაძლებელია „აწდა“-ზე შვიდეულის დღის კონდაკი ითქვას.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა, პარასკევისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“, ტაძრისა, წინასწარმეტყველისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა, წინასწარმეტყველისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპრები: - შვიდეულის დღისა, ტაძრისა, წინასწარმეტყველისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა, ტაძრისა, წინასწარმეტყველისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წინასწარმეტყველისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და წინასწარმეტყველისა.
წარდგომა (ჴმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.
წარდგომა (ჴმა IV): „შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა“.
ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან, ჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
ალილუია (ჴმა V): „მოსე და აარონ მღვდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელი ხადიან სახელსა მისსა“.
განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
შენიშვნა: წინასწარმეტყველის საკითხავს სამოციქულო არ აჩვენებს. უპირატესის გადაწყვეტილებით, თუ მხოლოდ დღის სამოციქულოს წავიკითხავთ, შესაბამისად წარდგომა, ალილუია და განიცადეც მხოლოდ დღისა ითქმის.
თუ ინებებს უპირატესი აღასრულებს „ალილუიას“ მსახურებას!
ვარიანტი ბ
„ალილუიას“ მსახურება:
საღამოს მსახურება: IX ჟამი, მწუხრი, სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი, ცისკარი, I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამნი _ VI ჟამი _ IX ჟამნი _ სადილის ჟამი.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: მღვდელმოწამისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: ღმრთისმშობლისა - 3 მუხლი (პარაკლიტონიდან, ჴმა IV), წინასწარმეტყველისა - 3 მუხლი (ჴმა IV), „დიდება" - წინასწარმეტყველისა: „გიხაროდენ ჭურო...“ (ჴმა I), „აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმის მიხედვით, მოვიძიოთ პარაკლიტონში, ხუთშაბათს მწუხრად).
შენიშვნა: რადგან საზოგადო თვენის სხვადასხვა რედაქციაში ერთიდაიმავე საკითხავს სხვადასხვა ხმა აქვს მითითებული, მედავითნემ უნდა დაიცვას ტიპიკონის მოთხოვნა, ღმრთისმშობლისას „დიდების“ ხმის მიხედვით გამორჩევისას.
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ ,,ალილუია“ _ 3-გზის (ნაცვლად დღის წარდგომისა), რომელზეც გუნდი უპასუხებს „ალილუიას“ _ 3-გზის (ჴმა VI).
მუხლი: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
„ალილუია“ _ 3-გზის.
„და უკუნითი უკუნისამდე“.
„ალილუია“ _ 3-გზის.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“
„დიდება“ - წინასწარმეტყველისა: „დიდებისა უოხჭნოისა...“ (ჴმა I), „აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმის მიხედვით, მოვიძიოთ პარაკლიტონში, ხუთშაბათს მწუხრად, ან ვთქვათ „დიდება, აწდა“ _ ჯვარღმრთისმშობლისა პარაკლიტონიდან,).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი „ღმრთისმშობელო ქალწულო...“, „დიდება“ _ „ნათლისმცემელო ქრისტესო...“, „აწ და“ _ „მეოხ გვეყვენით ჩვენ...“ და შემდგომი.
„ზეცათა მეუფეო...“
აღესრულება ეფრემ ასურის ლოცვა 16 მეტანიით.
დასაწყისი ლოცვები, შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
„უფალო შეგვიწყალენ“ _ 12-გზის. და მღვდელი აღასრულებს „დიდ“ ჩამოლოცვას.
ცისკრის ჟამი:
„ალილუია“ _ 3-გზის (ჴმა IV).
ტროპრები წმიდა არსისა (ჴმა IV).
დაბოლოება: ძლიერებითა პატიოსნისა ჯუარისა შენისათა, დაგვიცვენ ჩუენ უფალო.
„დიდების“ მუხლი: მეოხებითა უფალო, ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩუენ.
„აწ და“-ს მუხლი: მეოხებითა უფალო, წმიდისა ღმრთისმშობელისათა, შეგვიწყალენ ჩუენ.
_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა - პარაკლიტონიდან, „დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა, და თაყვანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
- შემდგომად II სტიქოლოღიის წარდგომისა: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან შექმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).
II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - წინასწარმეტყველის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ წინასწარმეტყველის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა წინასწარმეტყველისა: „იქმენ უბიწოო...“ (ჴმა IV), „დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი წინასწარმეტყველისა: „განათლდა სულითა...“ (ჴმა IV).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“: „რომელმან ნათელი აღმოუბრწყინვე...“ (ჴმა IV);
დასასრული: „ძლიერებითა უფალო. პატიოსნისა ჯუარისა შენისათა, გვაცხოვნენ ჩუენ“
„დიდება“ - „მეოხებითა, უფალო, ყოველთა წმიდათა შენთათა, გვაცხოვნენ ჩუენ“
„აწ და“ - „მეოხებითა, უფალო, წმიდისა ღმრთისმშობელისათა, გვაცხოვნენ ჩუენ“.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე), „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: შვიდეულის დღის 3 მუხლი, რომელსაც ჩაერთვის 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე.
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.
_ ტროპარი: „ტაძარსა ამას დიდებისა...“
„უფალო შეგვიწყალენ“ _ 40-გზის.
„დიდება, აწდა”, „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“, „სახელითა უფლისათა...… გავკურთხენ“.
„ზეცათა მეუფეო...“
აღესრულება ეფრემ ასურის ლოცვა 16 მეტანიით.
წაიკითხება I. III, VI და IX ჟამი და ჟამთა შედეგები. მათზე აღესრულება ეფრემ ასურის ლოცვა. ჟამებზე არ წაიკითხება წმიდის ტროპარ-კონდაკი, არამედ:
I ჟამზე: განთიად შეისმინე ხმისა ჩემისა... (ჴმა VI, თავისი მუხლებით).
III ჟამზე: უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი... (ჴმა VI, თავისი მუხლებით).
VI ჟამზე: რომელმან მეექუსესა დღესა... (ჴმა II, თავისი მუხლებით).
IX ჟამზე: რომელმან მეცხრესა ჟამსა... (ჴმა VIII, თავისი მუხლებით).
დასაწყისი ლოცვების შემდგომ კი შესაბამისი ტროპრები, „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის, „რომელი ყოველსა დღესა...“ ეფრემ ასურის ლოცვა.
სადილის ჟამი:
ფსალმუნი 102-ე: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა...“
„დიდება“, ფსალმუნი 145-ე: „აქებს სული ჩემი უფალსა...“
„აწდა“ _ „მხოლოდშობილი ძე და სიტყვა...“
„ნეტარებები“, რონელსაც ჩაერთვის „მომიხსენიენის“ 4 მუხლი.
„მცირე შესვლა“ _ არ აღესრულება.
წაიკითხება სამოციქულო და სახარება (იხ. ზემოთ, ლიტურგიის მითითებები)
„მომიხსენენ ჩვენ უფალო...“ და შემდგომი.
„მამაო ჩვენო“:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
კონდაკი: - შვიდეულის დღისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
კონდაკი: - შვიდეულის დღისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - კონდაკი ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
კონდაკები: - შვიდეულის დღისა, ტაძრისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.
ეფრემ ასურის ლოცვა 16 მეტანიით.
დასაწყისი ლოცვები, „წმიდაო სამებაო ერთარსებაო...“
„იყავნ სახელი...“ _ 3-გზის.
„დიდება, აწდა“. ფსალმუნი 33-ე: „ვაკურთხო უფალი...“
„ღირს არსის“ ნახევარი (ვიდრე „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“-მდე):
„ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ“.
„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“
ჩამოლოცვა.