უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

შენიშვნა: რადგან ქრისტეშობის წინა შაბათი დაემთხვა ქრისტეშობის მწუხრს, ქრისტეშობის წინა შაბათის საკითხავი გადმოიტანება ამ დღეს.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (წინასწარმეტყველისა).

შენიშვნა: მართლ მამათა კვირის განგებაში ჩართულია დანიელ წინასწარმეტყველისა და სამი ყრმის საკითხავები. ჩვენი რეკონენდაციაა ამ საკითხავების გამოყენებაც.

კვირის ციკლისა - - - - - -  პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა  - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შაბათს „ექვსიანის“ (II რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: წინასწარმეტყველისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.     

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: წინასწარმეტყველისა - 3 მუხლი (ჴმა IV, საზიაროდან), სამთა ყრმათა - 3 მუხლი (ჴმა VIII, მართალ მამათა კვირიდან), „დიდება“ - წინასწარმეტყველისა:  „გიხაროდენ ჭურო...“ (ჴმა I, საზიაროდან), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „რომელი იგი შენ მიერ...“ (ჴმა IV).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან (მოწამეთას მუხლები „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა დასდებლებიდან _ 3, ჟამნის ჩასართავებით)

- „შენდამი აღვიხილენ თუალნი..“.

- „მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ...“.

„დიდება“ - წინასწარმეტყველისა: „დიდებისა უოხჭნოისა...“ (ჴმა I, საზიარო თვენიდან), „აწ და“ ღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „ჭეშმარიტად უზეშთაეს...“ (ჴმა I).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი წმიდათა: „დიდ არიან სარწმუნოებისა...“ (ჴმა II), „დიდება“ „აწ და“ _ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ჴმაზე).

ტროპარი წმიდათა.: „დიდ არიან სარწმუნოებისა...“ (ჴმა II) 2-გზის, „დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „ყოველივე საიდუმლო შენი...“ (ჴმა II).

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.  მე-17 კანონის დროს აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან, „დიდება“, „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა: „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა“.

- შემდგომად II სტიქოლოღიის წარდგომისა: „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - წინასწარმეტყველისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის, საზიარო თვენიდან).

II კანონი – სამთა ყრმათა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, მართალ მამათა კვირიდან).

III კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).

_ კატავასია: მოწამეთა კანონის ძლისპირები (პარაკლიტონიდან, მხოლოდ III, VI, VIII და IX გალობების შემდეგ).

_ „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი წინასწარმეტყველისა: „გამწმედილი სულისა მიერ...“ (ჴმა III).

შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

წარდგომა წინასწარმეტყველისა: „იქმენ უბიწოო...“ (ჴმა IV, საზიაროდან), „დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):   - კონდაკი სამთა ყრმათა: „ხელთა მიერ...“ (ჴმა VI). იკოსი: „განირთხ ხელი შენი...“ (ჴმა VI, მართალ მამათა კვირიდან).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ - წინასწარმეტყველისა: „ღმრთისა სიბრძნე...“ (ჴმა I), „დიდება“ - შაბათისა (პარაკლიტონიდან), „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე.              

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი (მოწამეთა, „აქებდითსა“-ზედა დასდებლებიდან), რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება, აწ და~ ღმრთისმშობლისა იქვე.

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.

ტროპარი წმიდათა.: „დიდ არიან სარწმუნოებისა...“ (ჴმა II), „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ კეთილ არსზე (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „წმიდაო დედაო უხრწნელისა ნათლისაო...“ (ჴმა II).

   

ჟამებზე:

_ ტროპარი: წმიდათა.

_ კონდაკები: წინასწარმეტყველისა და სამთა ყრმათა მონაცვლეობით.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_  „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: წინასწარმეტყველის კანონის (საზიარო თვერნიდან) III გალობიდან _ 4 მუხლი (ძლისპირით), სამთა ყრმათა კანონის (მართალ მამათა კვირიდან) VI გალობიდან - 4 მუხლი („დიდება, აწდა“-თი).

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა, შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“, წმიდათა.

კონდაკები:  - ტაძრისა, სამთა ყრმათა, წინასწარმეტყველისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - „სოფლისა შემოქმედისა..“

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - - შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“, წმიდათა.

კონდაკები:  - სამთა ყრმათა, წინასწარმეტყველისა, „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“, „აწ და“ - „სოფლისა შემოქმედისა...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე – წინასწარმეტყველისა და დღისა.

სამოციქულო და სახარება – ქრისტეშობის წინა შაბათისა, დღისა და წმიდათა.

 

წარდგომა  (ჴმა IV): „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა“.

მუხლი: „ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაილისათა“.

წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.

ალილუია (ჴმა IV): „ჰხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი, და ყოველთა ჭირთა მათგან იხსნა იგინი”.

მუხლი: „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს უფალმან“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.

 

შენიშვნა: „ალილუია“ და განიცადე დღისა და წმიდათა ერთიდაიგივეა.