უკან დაბრუნება

ათთა მოწამეთა კრეტელთა - თეოდულესი, სატურნინესი, ევპოროსისა, გელასისა, ავნიკიანესი, ზოტიკესი, პომპიოსისა, აგათოპუესეი, ბასილიდისა და ევარესტისა (III);

ათნი მოწამენი კრეტელნი: თეოდულე, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის.

კუნძულ კრეტის მმართველი - იმპერატორის თანამოსახელე - სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. ერთხელ სამსჯავროზე მის წინაშე წარადგინეს ათი ქრისტიანი კრეტის სხვადასხვა ქალაქიდან. მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და ამხილეს კერპთაყვანისცემის ამაოება. ყველა მათგანი სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. აღსასრულის წინ მოწამეები მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, სარწმუნოების ნათლით გაენათლებინა მათი ჯალათები.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.