უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან.

კვირის ციკლისა - - - - - -  არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა  - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: დღესასწაულის წინა პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის” (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: წინადღესასწაულისა და მღვდელმოწამისა.

_ კონდაკი: წინადღესასწაულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-9.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება IV ჴმაზე).    

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: წინადღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა IV), ღირსი მამისა - 3 მუხლი (ჴმა IV), „დიდება“ ღირსი მამისა: „შენ, მონაზონთა სიქადულო...“ (ჴმა VIII), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „სიონ დღესასწაულობდ...“ (ჴმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ დღის წარდგომა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით), „დიდება“ ღირსი მამისა: „რაიმე სახელ-გდვათ, ნეტარო მაკარი...“ (ჴმა VIII), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „ჰოი, უსძლოო დედაო...“ (ჴმა II).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

ტროპარი ღირსი მამისა: „უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად...“ (ჴმა I) (საზიარო), „დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „განემზადე ბეთლემო...“ (ჴმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_„ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი წინადღესასწაულისა: „განემზადე ბეთლემო...“ (ჴმა IV) 2-გზის, „დიდება“ ღირსი მამისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ჴმა I), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „განემზადე ბეთლემო...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად ფსალმუნებისა: წინადღესასწაულისა, „დიდება“ „აწ და“ - მისივე (სადღესასწაულოდან).

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - წინადღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი - 2 გზის).

II კანონი - ღირსი მამისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „ქრისტეს შობასა...“.

_ „უმცირესი საგალობელი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი წინადღესასწაულისა.

- წარდგომა ღირსი მამისა: „მოღვაწებისა ზეთითა...“ (ჴმა VIII), „დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „სიხარულითა აღივსენით...“ (ჴმა III).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი ღირსი მამისა: „სიწმიდისა სულისათა...“ (საზიარო).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ (გამოავლინე) ღირსი მამისა: „იწრო გზა მოღვაწებისა...“, „დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „წინადღესასწაულისა გალობა...“

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად: წინადღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა VI), ღირსი მამისა - 3 მუხლი (ჴმა VII), „დიდება“ ღირსი მამისა: „ღირსო მამაო, საწადელო მაკარი...“ (ჴმა VII), „აწ და“ წინადღესასწაულისა: „სიტყვამან თანაარსმან...“ (ჴმა VI).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი ღირსი მამისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ჴმა I) (საზიარო), „დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „განემზადე ბეთლემო...“ (ჴმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: წინადღესასწაულისა და ღირსი მამისა.

_ კონდაკი: წინადღესასწაულისა და ღირსი მამისა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_  „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: წინადღესასწაულის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით), ღირსი მამის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - წინადღესასწაულისა; ღირსი მამისა.

კონდაკები: „დიდება“ - ღირსი მამისა, „აწ და“ - წინადღესასწაულისა.

 

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - წინადღესასწაულისა; ტაძრისა; ღირსი მამისა.

კონდაკები: - წინადღესასწაულისა, „დიდება“ - ღირსი მამისა, „აწ და“ - ტაძრისა.

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპრები: - წინადღესასწაულისა; ტაძრისა; ღირსი მამისა.

კონდაკები: - ტაძრისა, „დიდება“ - ღირსი მამისა, „აწ და“ - წინადღესასწაულისა.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - ღირსი მამის (იხ. Богослужебные указания на 2023 год).

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსი მამისა.

 

წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე?“.

ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

მუხლი: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი და თესლი წრფელთა იკურთხოს“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.